5 ფრაზა, რომელიც მამაკაცებს და ქალებს სხვადასხვანაირად ესმით

ურთიერთობა

მამაკაცები ქალებზე პირდაპირები არიან და ეს დადასტურებული ფაქტია. ჩვენგან, მინიშნებებისა თუ რებუსებისგან განსხვავებით, კაცები უმეტესწილად ზუსტად იმას ამბობენ, რისი თქმაც სურთ და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ნათქვამს რაიმე სხვა მნიშვნელობა შესძინონ.

„შეგვიძლია მოგვიანებით გავაკეთოთ/განვიხილოთ ეს?“

მამაკაცებისთვის ამ ფრაზას არანაირი ქვეტექსტი არ აქვს. თუ ის დაკავებულია და მისი საყვარელი ქალი საღამოსთვის შესაფერისი სამოსის არჩევის შესახებ კითხვებით აწუხებს, მას შეუძლია ადვილად წარმოთქვას ასეთი სიტყვები და შემდეგ დიდხანს იფიქროს იმაზე, რატომ დადიხართ განაწყენებული და გაბრაზებული სახით.

„ცუდი არ არის, კარგია“

ახალი კაბის ჩაცმის შემდეგ რჩეულთან მიდიხარ, რათა აჩვენო როგორი ლამაზი კაბა შეიძინე, მაგრამ აღფრთოვანების და ემოციების გამოხატვის ნაცვლად ის უხალისოდ იღებს თავს iPad-დან და შენი აზრით, ზიზღით სავსე თვალებით „ცუდი არ არის, კარგია“-ს ისვრის. ამ დროს ქალი გაცოფებულია და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ამ დროს მას ცუდი არაფერი უგულისხმია უბრალოდ, ბევრად უფრო მოწონხარ გახდილი, კაბის გარეშე.

„ძვირფასო, არ მაინტერესებს, თავად აირჩიე!“

ქალების აზრით, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა მინიშნებების ზღვას და ათასობით საიდუმლოს მალავს. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, უნდა გავნაწყენდეთ თუ უბრალოდ უგულებელვყოთ ის. სინამდვილეში, ყველაფერი პროზაულზე მეტია. მამაკაცი ან სრულად გენდობა, ან უბრალოდ არჩევანის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ მისთვის ფრაზა „აირჩიე თავად“ ნიშნავს აირჩიო შენ თვითონ და ამაში არანაირი ქვეტექსტი არ იკითხება. განაგრძეთ კითხვა