„18 წელია რაც ერთად აღვნიშნავთ მის იუბილეს, უფლის ძალიან მადლიერი ვარ რომ კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად“ – ანუკი არეშიძის მილოცვა კახა კალაძეს

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იუბილარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახას დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ამ საოცარი ადამიანის დაბადების დღეა. უკვე 18 წელია რაც ერთად აღვნიშნავთ მის იუბილეს. უფლის ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი კეთილშობილი, ერთგული, ყურადღებიანი და იშვიათად კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად, გილოცავ, მიყვარხარ“, – წერს ანუკი არეშიძე.