მთავარი ნიშნები, რითაც მიხვდებით, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1755713975
ნიკო შერაზადიშვილი ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტია. ამჟამად იგი 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ნიკოსთან საქართველოდან „გასვლითი შეხვედრის“ ფარგლებში europop-ი ეწვია.
სპორტსმენი საკუთარი წარმატების გზაზე საუბრობს.
პირველი ვაკელი მსოფლიო ჩემპიონი - ასე მოიხსენიებს წამყვანი ნიკო შერაზადიშვილს.
„10 წლის შევედი ძიუდოზე, სამი წელი დავდიოდი, მერე უკვე აქეთ წამოვედი. აქ ბევრი ჭიდაობს, თუმცა ასეთი პოპულარული არ არის. 13-14 წლის როდესაც ვიყავი მომიწია მადრიდის ჩემპიონატზე ასპარეზობა, სადაც, მოვიგე და გავიცანი ბიჭები და მათთან ერთად დავიწყე ვარჯიში...“,- ამბობს ნიკო.