1731009381
VIDEO: ხვიჩას და სპალეტის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე
4 დეკემბერს, ქალაქ მილანში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (AIC) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვიქტორ ოსიმენს გადასცეს, ხოლო სეზონის საუკეთესო გოლისთვის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა "ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი, ტოსკანელი სპეციალისტი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს თბილად მიესალმნენ.
დაჯილდოების შემდეგ, სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"როდესაც მის შეძენას განვიხილავდით, რუსეთში რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, რომ სრულყოფილი არ იყო, თუმცა საოცარი თვისებები და დიდი პოტენციალი ჰქონდა. ერთხელ ვარჯიშზე ჯოვანი დი
ლორენცოს ვკითხე: "დილო", როგორი ბიჭია? მან კი მიპასუხა: მისტერ, გთხოვ, მეორე ფლანგზე ათამაშე".
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილზეა.