ზოდიაქოს 5 ნიშანს ნოემბერი სიურპრიზებს ჰპირდება
1730754210
საქართველოს ნაკრები გერმანიაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. მატჩების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა.
მიქაუტაძე, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-9 ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა.
გარეტ ბეილის ევრო 2016-ის შედეგის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში მიიღო გოლში მონაწილეობა - 3 გოლი და 1 ასისტი. გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე ევროზე 4 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 3 გოლი და 1 ასისტი. ტურნირის არც ერთ სხვა ფეხბურთელს 2-ზე მეტი საგოლე კონტრიბუცია არ აქვს.
Geo Team-ის კითხვაზე, რას ნიშნავს, რომ არის ქართველი, მისი პასუხი ასეთია:
„ძალიან ვამაყობ... მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების მაისურით ვთამაშობ და ვახარებ ჩემს ქვეყანას” - ამბობს მიქაუტაძე.
ვრცლად ↓