„თბილისის მერიამ“ მასტერ ლიგის სუპერ თასისთვის ბრძოლაში „ბრიჯი“ დაამარცხა

მასტერ ლიგის სუპერ თასი

მასტერ ლიგის 2024 წლის სეზონი, სუპერ თასის მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს 2023 წლის სეზონის თბილისის მასტერ ლიგის გამარჯვებული „თბილისის მერია“ და საქართველოს მასტერ ლიგის ჩემპიონი „ბრიჯი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელშიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და თბილისის მერი, კახა კალაძე თამაშობს. მერიამ მეტოქე ანგარიშით: 4-2 დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი დუბლის ავტორი, „მერიის“ თავდამსხმელი გიორგი ჯინიკაშვილი დასახელდა.

წელს მასტერ ლიგის რიგით მე-6 სეზონი გაიმართება და ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული 500-მდე გუნდი.