საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება კვიპროსთან მოიპოვა

კალათბურთი

ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი 93:61 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე 2 გამარჯვება აქვს - საქართველომ ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს მოუგო, მომდევნო ორ მატჩში კი იტალიასთან და საბერძნეთთან დამარცხდა.

შემდეგ შეხვედრას საქართველო 4 სექტემბერს, ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს.