როგორ გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი კვარას დისკვალიფიკაციას

მამარდაშვილი კვარა

გიორგი მამარდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, დასანანი შეცდომის მიუხედავად, ყველაფერს ერთიანობით გამოასწორებენ.

დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც, როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე, ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე,“- დაწერა მამარდაშვილმა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ქმარი ხელში ჩამაკვდა...“ - მედეა ლორთქიფანიძის ემოციური ეთერი

ცაგარელი, 23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებს მიმართავს

„სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ“ - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი