ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ფრანგი ტერენს ატმანე სამ სეტში, 6:3, 3:6, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ტაივანელ ტუნგ-ლინ ვუს შეხვდება.

ამ მომენტისთვის ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო კლასიფიკაციაში 311- ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.