1744273393
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქე, იასუტაკა უჩიამა სამ სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და ძირითად ბადეში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ეუბენკსს ორ სეტში სძლია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ინდიან ველსის მასტერსის ფინალში 2021 წელს ითამაშა, მაშინ ის ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა.