თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ალაპარაკება კიდევ ერთხელ შეძლო. იტალიური ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის, მე-17 ადგილი დაიკავა. ის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა.
წყვილის ფოტოები მალევე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. გარდა იმისა, რომ ნიცამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, მათ ხვიჩას თავმდაბლობაც არ დავიწყებიათ, რაც წითელი ხალიჩიდანაც თვალნათლივ ჩანდა.
ახალი ფოტოები ხვიჩამ „ინსტაგრამზე“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. უამრავ მოწონებასა და გამოხმაურებას შორის ერთ-ერთი დედაქალაქის მერს, ვეტერან ფეხბურთელს, კახა კალაძეს ეკუთვნის, რომელმაც „კვარამდე“, თავისი წარმატებული კარიერით, იტალიელებს საქართველო კარგად გააცნო.
„FORZA KVARA“ - წერს კალაძე.