იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიური CalcioNapoli 24 „სქაი სპორტზე“ დაყრდნობით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც ნეაპოლური მედია იტყობინება, კვარაცხელია ტრავმირებულია და სამედიცინოს შემოწმების შედეგად, დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა. 

ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით “ატალანტასთან” შეხვედრას გამოტოვებს.

ნაპოლისა და ატალანტას მატჩი 30 მარტს გაიმართება.