იტალიელმა ბიჭმა ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით ქართულის სწავლა დაიწყო

კვარა

იტალიაში მცხოვრები მაკა ხაჩოშვილი წერს, რომ 9 წლის იტალიელმა ბიჭმა ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით სიყვარულით ქართულის სწავლა დაიწყო.

„ეს ნახატი და ქართულად ნაწერი, პატარა, 9 წლის იტალიელ ფედერიკოს (Federico Quitadamo Scarabino) ეკუთვნის, რომელიც ნაპოლი-ს და ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე დიდი გულშემატკივარია და კვარას სიყვარულით ქართულის სწავლა დაიწყო“, – წერს ხაჩოშვილი და ბიჭუნას ქართულად ნაწერის ფოტოს ურთავს თან.