გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „რომას“ სპორტული დირექტორი „ლიონს“ უკვე დაუკავშირდა

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში დაბრუნდა და „ლიონთან“ ერთად მზადებას შეუდგა. თუმცა, დიდია ალბათობა, რომ სეზონი ახალ გუნდთან ერთად დაიწყოს.

Foot Mercato-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სანდერლენდს“ „ლიონის“ 24 წლის თავდამსხმელის, ჟორჟ მიქაუტაძის დამატება სურს. Corriere dello Sport კი დეტალურად წერს იმ მიზეზებზე, რატომ სურს „რომას“ ქართველი ფეხბურთელის შეძენა.

„ლიონი“ ამჟამად ახალგაზრდა თავდამსხმელის შეძენაზე აქტიურ მოლაპარაკებებს „სანდერლენდთან“ აწარმოებს. თუმცა არის „რომას“ ვარიანტიც. „ჯალოროსი“ თავდამსხმელს ეძებს და პრიორიტეტად „ლიონის“ თავდამსხმელი რჩება.

გუნდიდან წავიდნენ აბრაამი და შომუროდოვი. „რომას“ თავდამსხმის გაძლიერება სურს. ამჟამინდელი მწვრთნელის ყურადღება ორი მოთამაშისკენაა მიმართული, რომლებსაც გოლი დნმ-ში აქვთ – გიორგი მიქაუტაძესა და ნიკოლა კრსტოვიჩზე. ისინი ტოპ-კლუბში დიდი ნახტომისთვის მზად არიან.

„ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი ყურადღებით აკვირდება ამ მოთამაშეებს და უკვე გავიდა კონტაქტზე როგორც „ლიონთან“, ასევე „ლეჩესთან“. მიქაუტაძე ფავორიტად რჩება, რადგან თამაშობს როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ასევე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე.

ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ექნება „ლიონში“ არსებულ ვითარებას. ფრანგები მოლაპარაკებებს „სანდერლენდთან“ და ფრანკფურტის „აინტრახტთანაც“ აწარმოებენ“, – აღნიშნავს იტალიური გამოცემა.