1748845911
„გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული", - სანიოლი კვარაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
"კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგოს. პსჟ-ს და კვარას ვუგულშემატკივრებ და იმედია, ნაკრების გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.
კვარა ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია. სხვებისთვის მოტივაციაა, რომ მათაც ასეთი კარიერა ჰქონდეთ.", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ფარერების და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.