ფასი 1000 ლარიდან იწყება - როგორ გაიყიდება საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები

ქომაგები

UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.

„გილოცავ, საქართველო! - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ბილეთების რეალიზაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს. ბილეთებზე დამატებითი დეტალები კი EURO2024.com/tickets-ზე გამოქვეყნდება."

გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა Viagogo.com-ზეც შეუძლიათ, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. აღნიშნულ პლატფორმაზე თურქეთთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები ამ დროისთვის 1000 ლარიდან იწყება, ჩეხეთთან თამაშის ბილეთების საწყისი ფასი ამ წუთისთვის 700 ლარია, ხოლო პორტუგალიასთან - 600 ლარი.

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ საოცარ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონი”, ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონი” და გელზენკირხენის “არენა აუფ შალკე”.