ამირან შავაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ამირან შავაძე

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ამირან შავაძე ნახევარფინალშია. 60 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში თურქი ბასარი 10:0 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ყაზახ ფალავანს შეხვდება.

ასევე მეოთხედფინალში იჭიდავა გიორგი მელიამაც (97კგ), რომელმაც რეიტინგის ლიდერ ირანელ სარავისთან წააგო და მისი ფინალში გასვლის შემთხვევაში, რეპეშაჟიდან შეძლებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:30 საათზე გაიმართება. 20:00 საათზე კი ფინალური ბლოკი დაიწყება, სადაც ორი ქართველი – ვახტანგ ლოლუა (55კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.