105 წლის სპორტსმენმა ოსტატთა მსოფლიო თამაშებზე 4 ოქროს მედალი მოიგო

105 წლის სპორტსმენმა ოსტატთა მსოფლიო თამაშებზე 4 ოქროს მედალი მოიგო

105 წლის ტაილანდელი მძლეოსანი სავანგ ჯანპრამი ოსტატთა მსოფლიო თამაშების ოთხგზის გამარჯვებული გახდა.

People-ის ინფორმაციით, სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა ოთხივე დისციპლინაში: 100 მეტრზე სირბილში, შუბის, დისკოს ტყორცნაში და ბირთვის კვრაში.

იმის გამო, რომ ჯანპრამი თამაშების ყველაზე ხანდაზმული მონაწილე იყო, მას 100 წელზე ზემოთ ასაკობრივ კონკურენტები არ ჰყავდა, ამიტომ სირბილშიოქროს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ ფინიშამდე მისვლაც საკმარისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მისი 73 წლის ქალიშვილი სირიპანიც მონაწილეობდა, რომელმაც 3 მედალი მოიპოვა.

„ვამაყობ, რომ მამამ ჩვენი ოჯახი ასახელა“, - განაცხადა ქალმა.

წარსულში ჯანპრამი სკოლის დირექტორი იყო. სპორტით ის მხოლოდ 80 წლის შემდეგ დაკავდა, შეჯიბრებებში მონაწილეობა კი 90 წლის შემდეგ დაიწყო, რადგან შენიშნა, რომ ბევრი მისი მეგობარი სხვადასხვა ავადმყოფობის გამო ლოგინს იყო მიჯაჭვული.