სილვესტერ სტალონემ გაამხილა, ვის გადასცემდა რემბოს როლს

რემბო

სილვესტრ სტალონე მზად არის ჯონ რემბოს როლი მხოლოდ რაიან გოსლინგს გადასცეს. ამის შესახებ „რემბოს“ ვარსკვლავმა ჯიმი ფელენოის შოუზე სტუმრობისას განაცხადა.

სტალონემ გოსლინგთან შეხვედრა გაიხსენა, როდესაც რაიანმა უთხრა, რომ ყოველთვის „რემბოს“ თაყვანისმცემელი იყო.

„ვიფიქრე, თუ ოდესმე მომიწევს ესტაფეტის გადაცემა, მას გოსლინგს გადავცემდი, იმიტომ რომ მას უყვარს ეს პერსონაჟი“. ამასთან, სტალონემ დაუშვა რომ შესაძლოა მაყურებლების ნაწილს გოსლინგი ამ როლისთვის ზედმეტად ლამაზად მოეჩვენოს.

ამასთან, ცნობილია რომ სწორედ სტალონეს სტილი იქცა შთაგონების წყაროდ „ბარბის“ რეჟისორისთვის გრეტა გერვიგისთვის და გოსლინგისთვის, რომელმაც ფილმში კენის როლი შეასრულა. კერძოდ, გოსლინგმა გაამხილა, რომ მან და გერვიგმა კენისთვის ბეწვის ქურქები იმიტომ შეარჩიეს, რომ ორივეს უყვართ სტალონე, რომელიც ადრე ხშირად იცვამდე ასეთ ქურქებს.

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი ამ კვირაში სანუკვარ ოცნებას აიხდენს

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

VIDEO: ვრცელდება მეწყერის ჩამოწოლის პირველი კადრები - რა ვითარებაა ახლა თურქეთში, ტრაგედიის ადგილზე