შეკვეთილში საფესტივალო ქალაქი Guns N’ Roses-ის კონცერტისთვის მზად არის

Guns N’ Roses

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენისთვის ემზადება - მსოფლიო როკის ლეგენდა, ჯგუფი Guns N’ Roses კონცერტს გამართავს, რომელიც შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ მიმდებარედ ჩატარდება.

საფესტივალო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოეწყო და მზად არის ქართველი და უცხოელი მსმენელის მასპინძლობისთვის.

„ყველა მომხმარებელს, ვინც ამ ღონისძიებაზე გეგმავს მოსვლას, მინდა ვთხოვო, თვალ-ყური ადევნონ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ჩვენი სოცმედია არხებით არის გავრცელებული. კონკრეტულად, თუ რა ტერიტორიაზე იქნება პარკინგები მოწყობილი, როგორ მოახერხებენ პარკინგებიდან საფესტივალო ტერიტორიამდე მოსვლას. აუცილებლად გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ აკრძალულ ნივთებს, რათა ტერიტორიაზე არ იყოს რაიმე უხერხულობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდით ემოციით დამუხტულები იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში მოვუსმინოთ ლეგენდარულ Guns N’ Roses-ს”, - განაცხადა „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერმა ციცი იაშვილმა.

მსოფლიო როკის ლეგენდა საქართველოშია. Guns N’ Roses ქართულ სცენაზე პირველად წარდგება. ლეგენდარული ბენდი პროექტის „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში, „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გრანდიოზულ ცოცხალ კონცერტს დღეს გამართავს.

ხელმისაწვდომია ვიდეოინსტრუქცია შოუს ტერიტორიაზე მდებარე შემოსასვლელების შესახებ.