ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 5 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ხანძრის სრულად ჩაქრობა შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: imedinews.ge