VIDEO: „კადრები გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ“ - ლენტეხში, ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს

lentexi

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, „ენერგო-პრო ჯორჯიის" ლენტეხის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს.

დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკის გადაადგიულება შეუძლებელია, ამიტომ კომპანიის თანამშრომლებს უწევთ ფეხით მივიდნენ დაზიანების ადგილზე.