მინეროლოგი გვირჩევს, დღეს, რომელ საათზე უნდა ავიღოთ წყალი, რომ მას ძალა ჰქონდეს
1768762897
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ჩილეს პრეზიდენტის, გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნიუბლესა და ბიობიოს რეგიონებიდან 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 250 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ორივე რეგიონში დამწვარია 8 500 ჰექტარი მიწა.
მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 აქტიურ ხანძარს ებრძვიან. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხანძრის ქრობას ართულებს.