ტაბაწყურის ტბასთან დაღუპული ტურისტი ჩეხეთის მოქალაქეა

ტაბაწყური

ტაბაწყურის ტბასთან ტრაგიკულად დაღუპული ტურისტის საქმეზე რამდენიმე დეტალი ხდება  ცნობილი. გავრცელებული ცნობით, დაღუპული ჩეხეთის მოქალაქეა. 

„კურიერის" ინფორმაციით, უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს.

ცნობისთვის, ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა.

ძებნა მაშინვე დაიწყო. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.