სროლა ტაბიძის ქუჩაზე - დაჭრილია 3 ადამიანი

ლენტა

 თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა. 

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 19-109 და 236 მუხლებით დაიწყო.