პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შოთო სიხარულიძე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ანა ბექაია საკუთარ დაბადების დღეზე, 11 ნოემბერს გარდაიცვალა. 22 წლის გახდა გუშინ, ღამით მეუღლემ დაბადების დღე მიულოცა, ძალიან ბედნიერი იყო... 2 კვირაში შვილს ელოდებოდა... შენს მამიკოსთან წახვედი, მამა მარკოზი ჩაგიხუტებს და ახლა უკვე ზეცაში მოგილოცავს დაბადების დღეს, მონატრებულს ჩაგიკრავს გულში... ცა ჩამოინგრა ბათუმის თავზე, იწყეს ტირილი ანგელოზებმა...
დავმუნჯდი მე... ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია, რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ... სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია,“ - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე ნახეთ:
„რამხელა ტრაგედიაა ღმერთო...“ - ბათუმის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს