Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111
სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ძაღლზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძაღლის წამებისთვის დაკავებულმა, სავარაუდოდ, მეხუთე კლასელზეც იძალადა, რის გამოც თანასოფლელებმა სცემეს.
„მთელი ჩვენი ქათმები შეჭამა ამ ძაღლმა და ძროხაც დაკბინა, ვერ გავაგდეთ სახლიდან, ორი თვის წინ მოხდა ეს ამბავი, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ამიტომ სცემა. ეს ვიდეო ვიღაცამ გადაიღო და ახლა გაავრცელეს. ტყუილია, რომ მოზარდი სექსუალურად შეავიწროვა, გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და მითხრა ეს ამბავი, მე ვუთხარი, რომ ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობა მოხდა. ვფიქრობ ეს ვიდეო იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ჩემი შვილის ცემის ამბავი გადაეფარათ", - ამბობს დაკავებულის დედა.
ცნობისთვის, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: