1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. შემთხვევა დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
"პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - წერია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
PHOTO: სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის, ცაში თვითმფრინავით ღიმილი გამოსახეს