პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული 15 წლისაა და თორნიკე ჩხარტიშვილია.
ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს.
"მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი მინდა. უკარგეს ბიჭს ვეძებთ. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ინტელიგენტი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან მძიმე დღეში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ცოცხალი იქნება. ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი წუხელ.
ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ვინ ელოდა ამ საშინელებას. დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ძირითად სახლში იყვნენ ეტყობა. ვერც ოჯახს ვუკავშირდები, ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა.
იმედი მაქვს, ცოცხალი იქნება, იურა ანგელოზი ბავშვია. ღმერთო, ადგილს ვერ ვპოულობ, იქამდე მისვლასაც ვეღარ ვახერხებ. სამი ხიდი აქვს წყალს წაღებული. უმძიმესი სიტუაცია, ის მინდა, ბავშვი როგორმე ცოცხალი იპოვონ. მთელი სოფელი ეძებს", - გვითხრა ადგილობრივმა.