ქალმა ChatGPT-ს დახმარებით ლატარეაში $150 ათასი მოიგო (აშშ)
1758704200
ინდონეზიაში უფასო სასკოლო სადილით 1000-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა. როგორც „ბიბისი“ წერს, შემთხვევა დაკავშირებულია უფასო კვების შესახებ პრეზიდენტ პრაბოვო სუბიანტოს მრავალმილიარდიანი ინიციატივასთან.
გამოცემის ცნობით, სკოლის მოსწავლეები კუჭის ტკივილს, თაბრუსხვევას და გულისრევას უჩიოდნენ.
დასავლეთ იავის ციპონგკორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, იუიუნ სარიჰოტიმამ, BBC Indonesia-ს განუცხადა, რომ ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით დაფიქსირებული მოწამვლის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1 171-ს მიაღწია.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა პრაბოვომ ნოყიერი კვების პროგრამა ცოტა ხნის წინ შემოიღო და მისი მიზანი ქვეყანაში სკოლის 80 მილიონი მოსწავლისთვის უფასო სადილის შეთავაზება იყო.
მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში სკოლის მოსწავლეების რაციონს ქათამი, შემწვარი ტოფუ, ბოსტნეული და ხილი შეადგენდა. თუმცა, საკვებით მასობრივი მოწამვლის შემთხვევების სერიამ არასამთავრობო ორგანიზაციები აიძულა, ხელისუფლებისთვის პროგრამის შეჩერება მოეთხოვათ.