ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ინდონეზია

ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, 101 ადამიანი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მაშველები ნანგრევების ქვეშ კიდევ 38 ადამიანს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობას სავარაუდოდ მყარი საძირკველი არ ჰქონდა და დამატებით ორი სართულის დაშენებას ვერ გაუძლო.