ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
ჰონგ კონგის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, საპატრულო მანქანას შეეჯახა და ზღვაში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად აეროპორტის დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
„როიტერის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხივე წევრი გადარჩა.
ჰონგ კონგის აეროპორტის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აეროპორტის დაცვის ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.