მადრიდში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
1790622617
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 კვირის ორსული ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
ექიმების ინფორმაციით, ქალს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
ვიდეოკადრების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ მიკროავტობუსი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს