ბათუმი-ახალციხის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

policiis lenti

აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

შემთხვევა დღეს დილით, ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, ქედა-ხელვაჩაურის მონაკვეთზე მოხდა.

დაშავებულებს შორის 1 წლამდე ბავშვია. დედა-შვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.