1770063167
ავარია სკოლასთან ახლოს მოხდა - ხელვაჩაურში ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა.
ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











