მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790493729

მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი

მსოფლიო • 1790492316

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.   

პუტინი

მსოფლიო • 1790426968

The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს

აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 14-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.„პრეზიდენტი პუტინი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის უფლების მიცემა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ყოველდღიურად განაგრძობს თავდასხმებს“, - ნათქვამია სენატორების წერილში, რომელიც მათ ექსკლუზიურად The Washington Post-ს გაუზიარეს.სენატორები აღნიშნავენ, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებში მონაწილეობის გამო.მათი განცხადებით, თუ პუტინი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული აღარ იქნება, მას შესაძლოა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პუტინის მიწვევა ოთხშაბათს დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს „მისთვის შესაძლებლობა იქნება, ურთიერთობა დაამყაროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც“.როგორც გამოცემა წერს, სილუანოვის მონაწილეობამ გასულ თვეში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გამართულ „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, სხვა მონაწილეები გააკვირვა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გააღიზიანა. მათ მოითხოვეს, რომ სილუანოვი მინისტერიალის საერთო ფოტოზე არ ყოფილიყო.წერილის ავტორები სენატორები როჯერ უიკერი “რესპუბლიკური“ პარტიიდან და „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი არიან. მას ხელი მოაწერა კიდევ ექვსმა „დემოკრატმა“ და ექვსმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790273940

მარკ რუტე: ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს.მან ეს განცხადება დანიური დაზვერვის ახალი გაფრთხილებების ფონზე გააკეთა. პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.„ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.„რუსეთი სულ უფრო მეტად აქტიურობს კიბერსივრცესა და სხვა სფეროებში, თუმცა ნატო ამისთვის მზადაა“, - აღნიშნა რუტემ ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ ტერაქტებს მიეძღვნა.რუტეს თქმით, ნატოს წევრ ქვეყნებში ჰიბრიდული ინციდენტების მზარდი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აგებს უკრაინის ომს, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.„პუტინი ცუდ მდგომარეობაშია“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ რუსეთი უკრაინის ომში ვერ იმარჯვებს, ამიტომ ნატოს 32 წევრი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.მან ნატოს წევრებს მოუწოდა, „მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას“, თუ მათ „მართლაც სურთ რუსებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ თითოეულ ჰიბრიდულ ინციდენტსა და თავდასხმაზე“.„საპასუხო ზომების ყველა ვარიანტი მზადყოფნაშია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, რაც დაგვჭირდება“, - დასძინა რუტემ.

დონალდ ტუსკი

მსოფლიო • 1790271835

დონალდ ტუსკი: პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელების წახალისებაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.ტუსკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატებში რუსეთისა და, კერძოდ, პუტინის მონაწილეობა მრავალწლიანი დისკუსიების თემაა. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადის დროს იყო უკმაყოფილო იმით, რომ რუსეთის ფედერაცია G7-ის შეხვედრებში აღარ მონაწილეობდა.„თითქოს დღეს იყოს, ისე მახსოვს ხანგრძლივი დისკუსია პრეზიდენტ ტრამპთან მისი პირველი ვადის დროს... უკვე მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი მაგიდასთან მჯდარიყო, მაგრამ სხვა პარტნიორები, მათ შორის მეც - როგორც ევროპული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე - ვუხსნიდით, რომ ეს რუსული აგრესიის გამართლება გახდებოდა. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო უარესია“, - განაცხადა ტუსკმა.პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ამას, კრემლის ხელმძღვანელის ამ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობა რომ დაეახლოებინა.თუმცა, ტუსკის თქმით, რუსეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა აღიქვას როგორც წახალისება თავისი აგრესიის გასაგრძელებლად.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790241669

ირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი

 ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, მოუწოდებს ყველას, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბონ.„ქვეყნის ფარგლებს გარეთ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი და არა, როგორც წლების განმავლობაში „ოცნების“ პროპაგანდის მიერ იყო შეფასებული. ახლა კი არის ნგრევის 14 წელი. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე რიყის ე.წ. დოქების იმ შენობასთან, რომელიც ისე გაავერაგეს და გააპარტახეს, როგორც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გაგვიუქმეს ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, შეწყდა ევროპული ინტეგრაცია, შობადობა ისტორიულ მინიმუმზე, მიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბავშვებს წამლავენ, სკოლები ინგრევა და ამ ყველაფრის შესაჩერებლად აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790195511

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ვლადიმერ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია“, უნდა შეჩერდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს მას მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის.მისივე თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ უნდა შეჩერდეს, შეეზღუდოს მოქმედებისა და ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა.„რუსეთს ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართაც აქვს პრეტენზიები. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთი პატივს არ სცემს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, სირიაში და აფრიკის ქვეყნებშიც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები.როგორც ჩანს, რაღაც ყოველთვის უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: „საკმარისია. ამას თავი დავანებოთ“. რაღაც ყოველთვის ხელს უშლის აღიაროს, რომ მისთვის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საკუთარი ტერიტორია, საკმარისი უნდა იყოს. პუტინი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება მეტი ადამიანის მოკვლაში, მეტი ტერიტორიის დაკავებასა და სხვა ქვეყანაზე თავდასხმაში, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი, წარმოიდგინოთ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია“. ის, ვისგანაც ომის იდეა სულ უფრო მეტად ვრცელდება, სადაც ეს იდეა ვრცელდება, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და ახალი კრიზისები მოაქვს. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის. სწორედ ამიტომ, „ნულოვანი პაციენტი“ უნდა შეჩერდეს. მას უნდა შეეზღუდოს მოქმედებისა და ამ ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფინანსური რესურსებისა და სამხედრო წარმოების შეზღუდვა აუცილებელია, რათა პუტინმა ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.„სანქციებს, მხარდაჭერის პაკეტებსა და იარაღის ერთობლივ წარმოებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. რუსეთს როდესაც ვინმე ვაჭრობის გზით მეტ ფულს აძლევს, ამით ომს მეტ დროს აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და თავადაც ვცდილობთ რუსეთის შემოსავლების შემცირებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189460

ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის ლიდერის შესახებ საუბრისას, ზელენსკიმ დასვა შეკითხვა: „შეგიძლიათ საერთოდ მისი წარმოდგენა ომის გარეშე? ის არის ნულოვანი პაციენტი - ის, ვისგანაც ომის ეს იდეა შემდგომ გავრცელებას განაგრძობს. სადაც არ უნდა გავრცელდეს ის, მოაქვს მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი რისკები და, რა თქმა უნდა, ახალი კრიზისები“.„რუსეთის ისტორიაში პირველად, ახლა გვესმის, რომ მის სიამაყეს - მის ნავთობინდუსტრიას - სული ძვრება“, - განაცხადა ზელენსკიმ. - „ჩვენი სამიზნე რუსეთის შესაძლებლობაა, დააფინანსოს ეს ომი, გააჭიანუროს იგი, გახადოს უფრო სასტიკი და უფრო დამანგრეველი. რუსეთის ფინანსები და რუსეთის წარმოება სწორედ ის არის, რაც უნდა გაჩერდეს, თუკი გვსურს პუტინის შეჩერება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189340

ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის

უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზელენსკის თქმით, შესაძლოა ჩანდეს, რომ უკრაინა მხოლოდ ომზეა ფოკუსირებული, რადგან იგი მუდმივად იმეორებს მოწოდებებს იარაღის მოწოდების, თავდაცვისა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი კიევს არ აურჩევია.„ჩვენ ავირჩიეთ არ მოვკვდეთ, არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრამდე უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანა იყო და ახლა უბრალოდ საკუთარ თავს იცავს.უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ვლადიმირ პუტინის მსგავსი აზროვნება არ ახასიათებს.„თქვენს უმრავლესობას არ აქვს ბირთვული იარაღი. თქვენ არ გაქვთ მეზობლებზე თავდასხმის ჩვევა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ბევრად დიდ მტერთან პირისპირაც კი, შესაძლებელია ფეხზე დგომა და გადარჩენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პუტინი

მსოფლიო • 1790184240

რუბიო: ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მივიწვიეთ - მიგვაჩნია, რომ ეს მისთვის შესაძლებლობაა, ურთიერთობა დამყაროს არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დეკემბერში, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე დასასწრებად მიიწვიეს.„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მივიწვიეთ. მიგვაჩნია, რომ ეს მისთვის შესაძლებლობაა, ურთიერთობა დამყაროს არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ მიწვევას მიიღებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში.თუ რუსეთის ლიდერი მიწვევას დათანხმდება, ეს იქნება მისი პირველი პირისპირ მონაწილეობა სამიტში 2019 წლის შემდეგ - მანამ, სანამ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრას დაიწყებდა.„თუ შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაჩნდება და ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა რუბიომ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სავარაუდო შეხვედრაზე საუბრისას.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790180280

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“ - მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს.„დიდი ოცეული“ (G20) უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია. რუსეთი რჩება G20-ის წევრად, თუმცა ის G8-დან გარიცხეს 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.„მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა [პუტინისთვის], დაელაპარაკოს არა მხოლოდ [აშშ-ის] პრეზიდენტს, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. - „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“.

✕