პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790433628

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა - შალვა პაპუაშვილი

„დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.,,1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები. აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.,,ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა - სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს, მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელი  ლევილშია.„მაგრამ, საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი, მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში და რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო და განსაკუთრებით  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - თეა წულუკიანი გამოყო.,,მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებული და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790430865

70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება - შალვა პაპუაშვილი

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს იმედი არასოდეს გამქრალა.,,საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა.მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790429535

ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო მას ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს - შალვა პაპუაშვილი

დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.„1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები, აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.„ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა - სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება.პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელიც აქ, ლევილშია. მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ. დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ადგილი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში დარეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი თეა წულუკიანი.„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა • 1788866162

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ჰქონდა დაკისრებული.„როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე, თუ წელიწადში შემოდიოდა, (შევარდნაძის დროა ეს), ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანასაც ორგანიზება გაუწია რუსეთის ფედერაციამ, სხვათა შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით. ეს ცალსახად უნდა ითქვას, მათ შორის იყო, მაგალითად, საია, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არა მხოლოდ ის. რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, მაგრამ წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, საია-ს ეკისრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1788512344

შუაგულ ევროპაში, გერმანია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბრობს... ზუსტად ესაა ორმაგი სტანდარტი - რაც მათთვის მისაღებია, რატომღაც, საქართველოში არის მიუღებელი - ირაკლი ჭეიშვილი

გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნეა. რეგიონულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საფრთხის წინაშეა, პარტიის წევრებზე კი ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.ქალაქ ბად-კროიცნახში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პარტიის წარმომადგენლებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. მათ მძიმე დამწვრობა მიიღეს. ძალადობრივი ინციდენტი 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის არჩევნებს ემთხვევა, სადაც გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტია 42%-მდე უპირატესობით ლიდერობს. მზარდი რეიტინგის ფონზე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის 4 რეგიონული ორგანიზაციის დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვენ. თავად ალტერნატივა გერმანიისთვის მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ კამპანიად აფასებს.პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბარი პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებასა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. მისი თქმით, მსგავსი პროცესების მიმართ ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებულია, რაც მისთვის მიუღებელია.„ეს არის პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორება, ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ჩვენ ვქმნიდით კომისიას, გვახსოვს ქალბატონი თეა წულუკიანი როცა იყო, შემსწავლელი კომისია, ვსაუბრობდით ჩვენ პოლიტიკურ აკრძალვებზე, მაშინდელი გერმანიის ხელისუფლება და ზოგადად ევრობიუროკრატია როგორ კრიტიკულად აფასებდნენ ამ პროცესს და იძახდნენ, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა. ახლა შუაგულ ევროპაში, გერმანია უარეს პროცესს მიმართავს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბრობს და ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. რაც მათთვის არის მისაღები, რატომღაც საქართველოში იგივე პროცესების განვითარება არის მიუღებელი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი. 

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა • 1787943120

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.„ტფუჰ ეს ამაზრზენი ლექსიკით დედაკაცი , ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ,ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “,გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი, 2026 წელია  გარეთ და მისი  (  პრეზიდენტ სააკაშვილის დროს), მაღალთანამდებობაზე მყოფი ,უშიშროების მდივანი ქმარი დაკითხულიც  არ არის, არც წულუკიანის კომისიაზე რომ არ მიუწვევიათ ბოკერია და ახლა ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, უბინძურესიპოლიტბეგრაუნდით ბედავს და ახალგაზრდა პოლიტპატიმრებს  ამუნათებს  ,”ქართულ ოცნებას გაუხარდა თქვენი შეწყალებაო”.  დიახ, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გარეთ უნდა იყოს, არა თქვენმა მზემახალგაზრდები ციხეში და შენ და ბოკერია “გაზპრომის” ანუ პუტინის “მაყუთით”გარეთ უნდა გრიალებდეთ და ანადგურებდეთ ნებისმიერ ოპოზიციურ გაერთიანებას!მთელი ცხოვრება გაკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ, გადახედეთ,  პირდაპირ ფაქტები მეტყველებენ !!!!!“- წერს ჩარკვიანი.

ბარამიძე-სააკაშვილი

პოლიტიკა • 1786197720

მე და გია ბარამიძე ერთად ვართ ნამყოფი სოხუმში და გუდაუთაში, სადაც კინაღამ ტყვედ აგვიყვანეს - მიხეილ სააკაშვილი

მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან.„მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი არავის არაფერი შერჩება. რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე „ქოცების“ მიერ დასმული პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად. გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ტაბულას„ რედაქტორი

პოლიტიკა • 1783845700

ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით - თამარ ჩერგოლეიშვილი

ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე. მზია ამაღლობელს ფურთხის სანაცვლოდ სილის გაწნისთვის აქვს მისჯილი წლები!!!ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა. მოხუცებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის!ამასობაში ვიღაცები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით.თქვენ ხართ გონებასუსტები და ეს არის სიმართლე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა • 1782912226

თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში - მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.წულუკიანი "ლელოს" სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის "ლელოს" წარმომადგენლებს."ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

თეა წულუკიანი

პოლიტიკა • 1782910545

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს მოქალაქე გიორგი შიოშვილი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მისამართით.მოსამართლის განმარტებით, საჯარო სივრცეში გინება ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად.„დგინდება, რომ მიზანი არ არის პოლიტიკური, ან საგანმანათლებლო, რაიმე მხატვრული ღირებულებების, რაც გამოხატვის ფორმებში მოექცეოდა. ბატონი გიორგის მიერ განხორციელებულია იმგვარი ქმედება, რაც შეურაცხმყოფელი ფორმისაა და მისი მიზანი სწორედ შეურაცხყოფის მიყენება იყო. რა თქმა უნდა დედის გინება საჯარო სივრცეში ვერ ჩაითვლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, - განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა • 1780765077

ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ წითელი ხაზი გადალახა, რაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის:"ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა ჩვენი ერისთვის, როგორც ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოების, ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევის შედეგად მოუტანა ქართველ ხალხს.ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციაში იწერება 78-ე მუხლი, ირაკლი კობახიძის თაოსნობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიაში, მისი მუშაობის შედეგად და იწერება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წიაღში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის.ეს წითელი ხაზი როგორც კი გადაილახა, ჩვენ აღმოვჩნდით არა თანამშრომლობის, არამედ თავდასხმის რეჟიმში. მე ან ვიყავი უშუალო მოწმე ამ ყოველივესი და უხშირეს შემთხვევაში თავად შემსრულებელი თუ ამსრულებელი იმ ევროპული პოლიტიკის, ერთ-ერთი "ქართული ოცნების" მთავრობის ეგიდის ქვეშ და ვსაუბრობ პირველწყაროდან," - განმარტა წულუკიანმა.

კომისია

პოლიტიკა • 1780147145

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა.შეხვედრაზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაზე ისაუბრეს.განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ასევე - „ზრუნვის შრომა საქართველოში: დროის გამოყენების კვლევის ძირითადი მიგნებები“.სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაში სოციალური დაცვის სისტემის როლზე. საუბარი ასევე შეეხო მშობლის შვებულების საკითხს და შრომასთან დაკავშირებულ პოლიტიკას.შეხვედრისას დისკუსია გაიმართა ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებებზე.ბათუმში გამართულ სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება დემოგრაფიული მდგრადობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის მიგრაცია, შრომის ბაზარზე მონაწილეობა, ოჯახების მხარდაჭერა, ჯანმრთელობა, განათლება და რეგიონული განვითარება.რეგულარული კონსულტაციებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით, ჯგუფი ხელს უწყობს პრაქტიკული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერებას და საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევებისადმი საერთო, მდგრადი და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

✕