საპატრიარქო

საზოგადოება • 1790319300

„გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა“ - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო

საზოგადოება • 1790252459

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება," - აღნიშნულია განცხადებაში.

გასაღების ტაძარი

საზოგადოება • 1790016951

ღვთისმშობლის სახელობის, სასწაულმოქმედი „გასაღების ტაძარი“ სტამბოლში, რომელიც მომლოცველებს უპასუხოდ არ ტოვებს

სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ანდაც პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო.ხელოვნებათმცოდნე თინათინ გამცემლიძე ტაძრის ისტორიას შემდეგნაირად ჰყვება:„მე-18 საუკუნეში, ამ ადგილზე ცხოვრობდა ბერძენი ვაჭარი, რომლის ოჯახშიც გამოცხადება მოხდა. ვაჭრის პატარა ქალიშვილს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მათი ბაღის ტერიტორიაზე იყო ცხოველმყოფელი წყარო. მას სთხოვა, რომ ეპოვათ ეს ადგილი და მის სახელზე ეკლესია აეშენებინათ. სადაც ხალხი მივიდოდა და კურნებას მიიღებდა, ალბათ სურვილების შესრულებაც. მართლაც, მორწმუნე ოჯახი იყო და ეს გამოცხადება ღვთის ნიშნად მიიღო.დღევანდელი ტაძარი პირველი სახით არ არის შემორჩენილი, მოგვიანებით არის გადაკეთებული, მაგრამ ეზოში ძველი ტაძრიდან შემორჩენილი პატარ-პატარა ქვებია. ეს პაწაწუნა ეკლესია მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს.ამ ტაძარში მისული ადამიანი, გულწრფელი სურვილითა და თხოვნით უპასუხოდ არ რჩება.გასაღებები ამ ტაძრის აუცილებელი ატრიბუტია, ისინი შესასვლელში იყიდება, სანთლებთან ერთად. როდიდან დაიწყო ღვთისმშობლის ტაძარში ამ გასაღებების რიტუალი, არ ვიცით. ეს არის ხალხური ტრადიცია, სიმბოლო, როგორც შენი გულის გასაღები, გულის ნადები... სახარების თანახმად, როგორც კი ტაძარი სურვილს შეგისრულებს, უკან უნდა მიბრუნდე მადლიერების ნიშნად. გასაღები უკან უნდა დააბრუნო, რომ მერე სხვამ წაიღოს, სამადლობელი ლოცვა უნდა აღავლინო, შესაწირი დატოვო, ან ტბილეული მიიტანო და იქ მყოფ ადამიანებს გაუმასპინძლდე.“ - განაცხადა თინათინ გამცემლიძემ ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში.

კი

საზოგადოება • 1789887060

წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს – სად მდებარეობს სასწაულმოქმედი ტაძარი „კარუგდებელი“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი „კარუგდებელი“ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველებისთვის განსაკუთრებული ადგილია. გადმოცემით, აქ 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგისთან სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი მადლობის სათქმელად.სალოცავის სახელთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ-ერთი გადმოცემით, სოფელში მამაკაცების დაღუპვის მიზეზი ვერავინ ახსნა. მოგვიანებით, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოაბრძანეს და ხარებმა ის მაღალ ადგილზე აიტანეს, სადაც მოგვიანებით სალოცავი აშენდა.სახელწოდება „კარუგდებელი“ კი ტაძრის კარს უკავშირდება -  გადმოცემის მიხედვით, რამდენჯერმე დაკიდებული კარი ყოველ ჯერზე თავისით ვარდებოდა. სწორედ ამ უცნაურ მოვლენას უკავშირებენ სალოცავის სახელწოდებას.მომლოცველები ამბობენ, რომ სალოცავი დიდი მადლის მატარებელია და წმინდა გიორგი მსწრაფლშემსმენელია. აქ ხშირად მიდიან უშვილო წყვილები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ.სალოცავზე არაერთი სასწაულის შესახებაც ჰყვებიან.ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადმოცემით, კაცი, რომელიც ყავარჯნებით მივიდა, ლოცვის შემდეგ უკან ხელჯოხით დაბრუნდა. კიდევ ერთი ისტორია მოგვითხრობს დავრდომილ ბიჭზე, რომელსაც, როგორც სოფელში ამბობენ, წმინდა გიორგი გამოეცხადა და ტაძრის აშენება დაავალა. გადმოცემის თანახმად, ბიჭმა პირველი ლოდი თავად ამოიტანა და ამის შემდეგ სიარული შეძლო.გოგნის „კარუგდებელი“ დღესაც რჩება ადგილად, სადაც მორწმუნეები ლოცვისთვის, სათხოვრის სათქმელად და მადლობის გადასახდელად მიდიან.

112-ე საჯარო სკოლა

განათლება • 1789480583

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დავით ჭელიძე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა წევრმა დავით ჭელიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს. დავით ჭელიძე, თავის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. „ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს და მასწავლებლებს. განსაკუთრებით სასიხარულოა თითოეული ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს არის ახალი შესაძლებლობების, მიზნებისა და წარმატებების დასაწყისი. ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს ბედნიერ, წარმატებულ და მრავალფეროვან სასწავლო წელს!“- განაცხადა დავით ჭელიძემ.საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში უახლოეს მომავალში ახალი ტაძარი აშენდება.

დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე

საზოგადოება • 1789121580

შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ისტორიულადაც ეს დღე გამორჩეული იყო საქართველოში, უამრავი ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული - დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე

11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მე-3-ე წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან.დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მძიმე მარხვის დღეა."ეს დღე გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რადგანაც იოანე ნათლისმცემელი ამხილებდა მას უმძიმეს ცოდვაში და როდესაც მისი დაბადების დღე იყო, იყო დიდი ნადიმი და ვერაგულად მოხდა მისი თავისკვეთა. ისტორიულადაც ეს დღე გამორჩეული იყო საქართველოში, უამრავი ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული და დღევანდელ დღესაც არის მძიმე მარხვა. ყველას ვულოცავთ და შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი,"- აცხადებს დეკანოზი.

საკირე

საზოგადოება • 1788992338

„კარზე ქვა თუ გაჩერდა, სურვილი ასრულდება!“ - სასწაულმოქმედი ტაძარი ქვემო ქართლში

„თუ კენჭი კარზე გაჩერდა, სურვილი აგისრულდებათ“ - საკირეს წითელ ეკლესიას უნიკალური ტრადიცია და საინტერესო ლეგენდა უკავშირდება.საკირეს წითელი ეკლესია წარმოადგენს ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს. იგი მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ საკირეს მახლობლად.გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტაძრის მოლოცვის შემდეგ, მნახველები პატარა კენჭებს ეკლესიის ხის კარზე აკრავენ - თუ კენჭი კარზე გაჩერდა, ითვლება, რომ ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდებათ.

სარკინეთის მამათა მონასტერი

საზოგადოება • 1788811153

ტაძარი, სადაც ლოცვა კლდიდან ისმის - უნიკალური ადგილი საქართველოში

სარკინეთის მამათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ძამის ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ სარკინეთში. იგი შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს. ტაძრის გამოკვეთა 2008 წელს დაიწყო, 2011 წელს კი გაიხსნა და იკურთხა.სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა. ტაძარში მოხვედრა დაახლოებით 5-მეტრიანი დერეფნით არის შესაძლებელი.კლდეში გაჭრილია ეკლესიის ორი თაღოვანი სარკმელი, კლდის თავზე კი თაღებით გახსნილი სამრეკლო-ფანჩატურია აღმართული. ნაგებობის ინტერიერი მთლიანად მოხატულია.  @safira.safira916 სარკინეთის მამათა მონასტერი ძამას ხეობაში - XXI საუკუნის საოცრება და პირველი კლდოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეების შემდეგ საქართველოში ამოიკვეთა! აქ მოსულები ამბობენ, რომ კლდის წიაღში ლოცვას სულ სხვაგვარი სიმშვიდე და ძალა მოაქვს... ყოფილხართ ამ საოცარ ადგილას? 🤍 📍 ძამას ხეობა, ქარელი #სარკინეთი #ძამასხეობა #საქართველო #მოგზაურობა #georgia ♬ original sound - Safira

xati

ისტორიები • 1788295103

„მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე“ - სასწაულთმოქმედი „შენ ხარ ვენახის“ ისტორია

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე არსებულ პეტრე-პავლეს ტაძარში დაბრძანებულია სასწაულთმოქმედი დედაღვთისმშობლის ხატი - "შენ ხარ ვენახი", რომელიც 1995 წელს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის კურთხევით დაიწერა. როგორც სასულიერო პირი ჰყვება, ხატი დიდი ნუგეშისა და მადლის წყაროა და მან უამრავი სასწაული მოახდინა...წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: 1995 წელს ქაშვეთის ერთ-ერთი მრევლთაგანის მიწვევით გახლდით კაბადოკიაში. გიორემის ხეობაში ულამაზესი სანახაობები გადაგვეშალა თვალწინ. იქაურ ტაძართაგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტოკალის ეკლესიამ. ეს გამოქვაბულის ტაძარი თქვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისააო, გვითხრა თურქმა გიდმა, რომელიც გადმოცემით კაბადოკიელი ქართველი იყოო. გადავწყვიტე წმინდა ნინოს პარაკლისი აღმევლინა. სწორედ მაშინ, როცა პარაკლისის აღსავლენად ვემზადებოდი, ჩემი ყურადღება კანკელის კუთხეში მარჯვენა მხარეს მდებარე ღვთისმშობლის ერთ-ერთმა გამოსახულებამ მიიპყრო.ეს არის ღვთისმშობელი მარიამი ღვთიური ყრმით. ამ ფრესკაზე დედაღვთისას ძალიან ღრმა გამომეტყველება აქვს. თითქოს აწყმოდან მომავალში იმზირებაო.ჩვენთან იყო ხატმწერი ირაკლი ცინცაძე, რომელსაც ვუთხარი: ყურადღებით დააკვირდი და გულის სიღრმეში აღიბეჭდე მშვენიერება ამ ფრესკისა. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით ჩვენ, უნდა შევქმნათ ხატი.ამ დროს პეტრე-პავლეს ტაძარი იხატებოდა, განზრახული გვქონდა, ქრისტეშობის დღეებში გვეკურთხებინა ახლად შექმნილი ხატი. რამდენადაც გვიანდებოდა, ირაკლის ცოტა არ იყოს მკაცრად ვუთხარი, შეწყვიტე ტაძრის მოხატვა და ეს ხატი დაასრულე-მეთქი. ვთხოვე, ძე ხორციელისთვის არ ეჩვენებინა და არაფერი ეთქვა ამ ხატის შესახებ.როცა დასრულდა და ხატს ჩამოფარებული თეთრი ზეწარი ავხადე, გავოცდი, ახლად შექმნილი ხატი იმდენად მადლმოსილი იყო, რომ თითქოს კურთხევასაც აღარ საჭიროებდა.უნდა წამესვენებინა საპატრიარქოში, რომ უწმინდესს ეკურთხა, მაგრამ გულის ხმამ მითხრა, მანქანა შემებრუნებინა და პეტრეპავლეს ეკლესიისკენ წამომებრძანებინა. ასეც მოვიქეცი.ქრისტეშობის წინა დღე იყო, ლიტანიობას იკურთხა ეს ხატიც. ხატმა ენით აუწერელი სიხარული და ეიფორია გამოიწვია მრევლში.იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული, ათეისტზე. ალექსანდრას მეუღლე საშინელი ათეისტი იყო, რომელმაც ორჯერ-სამჯერ, სიშლეგეში, სახლიდან გადაუყარა წმინდა ხატები. ცოლმა სთხოვა, ერთხელ წამომყევი ეკლესიაში თუ რამე დამაბრკოლებელს ნახავ, პირობას გაძლევ, აღარ წავალ ეკლესიაშიო. და იმ ღამეს წამოჰყვა ქმარი ტაძარში და პირველად იცხო ზეთი. ემთხვია ახლად შექმნილ ხატს და ერთდროულად ორი მამაკაცური დაავადებისგან განიკურნა.შემდეგ თვით ათეისტებიც ამოდიოდნენ და ამბობდნენ, ჩვენ არ გვწამს, მაგრამ გვჯერა ამ ხატის, რადგან ჩემი ნათესავი განიკურნა, ჩემი ახლობელი გამოჯანმრთელდაო და ასე შემდეგ.მცხეთის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი მრევლი მოვიდა ამ ტაძარში და ნახა, ათინათს გადმოსცემდა ეს ხატი. იფიქრა მზის სხივი ეცემოდა და ადგილი შეიცვალა, მაგრამ სადაც არ დადგა, სხივმდინარება ამ ხატიდან არ შეწყვეტილა.მრევლში მუდმივად არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მუდმივად ხედავს იმ სხივს, რაც მისტიკურად არის ამ ხატზე. დაუჯდომელის კითხვის დროს ყველას კი არ ეფინა ნათელი ხატიდან, არამედ ზოგიერთ მათგანს. ვინც სულიერად სავსეა, მას ეფინება ნათელი ხატიდან.მას შემდეგ უამრავი ხალხი მოაწყდა...

სეტყვა

მსოფლიო • 1788076327

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ეკლესია, მათ შორის, საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

anchisxati

საზოგადოება • 1788005365

დღეს ანჩისხატობაა - ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი ანუ როგორც საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავგაროზმა უფალს მისწერა, თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისგან დევნილ ქრისტიანებს თავის სამეფოში შეიფარებდა.იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჰქონდა აღსასრულებელი. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მხატვარმა მაცხოვრის სახის დახატვა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ტილოზე უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.უფლის ხელთუქმნელი ხატი ედესაში ჩაასვენეს. ავგაროზი ექვსწლიანი მძიმე ავადმყოფობისგან ხატთან ერთი შეხებისთნავე განიკურნა. გადმოცემით, ამ შემთხვევის შემდეგ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც კი ჩასულა.VII საუკუნეში ედესას არაბები შეესივნენ. არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დაიწყო, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გაასვენეს. ანჩში მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანისცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.თამარის გარადაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთს მძიმე დრო დაუდგა. ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა • 1787915656

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.ვიცე-სპიკერი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღეს. ეს არის დიდი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელიც საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა.განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ჩამოსვლა აქ, კახში, ამ ულამაზეს მხარეში, ისტორიულ ჰერეთში. აქ ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ ოთხი ათეული წლის წინ და მას შემდეგ ვცდილობ, შევინარჩუნო ურთიერთობა ამ ულამაზეს კუთხესთან და აქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი და მისი ლოცვა შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. დიდი მადლობა სიმტკიცისთვის და რწმენისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

✕