კობა კობალაძე

პოლიტიკა 1748270406

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში. ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.      

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პოლიტიკა 1748263677

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე რეკრუტების მიერ საზეიმო ფიცის დადებით აღინიშნა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებში: ნოქალაქევში - ციხეგოჯთან, გეგუთში - საქართველოს დიდებულ მეფეთა სასახლეში, ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან და დარიალის ხეობაში.საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმაღლეს მთავარსარდალს რეკრუტების ფიცის დადებასთან დაკავშირებით სამხედრო პატაკი ჩააბარა. რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართული ჯარის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსების და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლოა.„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისა და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში, იქნება სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, მათ შორის: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კოლოფები. ღონისძიებას აფორმებდა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა აღმართეს.მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.დამოუკიდებლობის დღეს ექვსივე ადგილზე ფიცი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 700-მდე წვევამდელმა დადო, რომელთაგან 50% სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენით დაასრულა.თავისუფლების მოედანზე, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების თავმჯდომარეები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოსახლეობისთვის, ტრადიციულად მოაწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, აბაშაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულ, როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების ტექნიკასა და აღჭურვილობას. აგრეთვე, თავისუფლების მოედანზე სსსტც „დელტამ“ დამთვალიერებლებს, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სადაზვერვო მანქანა და მოდიფიცირებული ვარიანტის „დიდგორი - მეომარი“ შესთავაზა.

თავდაცვა

საზოგადოება 1748179468

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები, რომლებმაც რეჟისორთან ერთად საბოლოო დეტალები შეაჯამეს.თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში,სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

პოლიტიკა 1747998924

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე რეპეტიციის მიმდინარეობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში,ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაომუკიდებლობის დღე

საზოგადოება 1747894318

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება თავისუფლების მოედანზე დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს.სამხედროების მონაწილეობით, ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. რეპეტიციას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და სერგო ჯანელიძე, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან.თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მესტიაში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

თავისუფლების მოედანი

საზოგადოება 1747886857

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს.სამხედროების მონაწილეობით, ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. რეპეტიციას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გრიგოლ გიორგაძე და სერგო ჯანელიძე, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან.თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მესტიაში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

policiis lenti

შემთხვევა 1747739158

ავარია სამტრედიაში - მანქანა 75 წლის ქალს მანქანა დაეჯახა

სამტრედიაში 75 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავარია სამტრედიაში

შემთხვევა 1746814978

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში - არიან დაშავებულები

სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტყიბული

რეგიონი 1743664706

ტყიბულში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფლებში: მუხურასა და სამტრედიაში აშენდა. საბავშვო ბაღები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან კიკნაველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით  და შეიქმნა საუკეთესო პირობები სააღმზრდელო პროცესისათვის.პროექტების განსახორციელებლად  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 500 000 ლარი გამოიყო.  აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და  პირველად დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო სამტრედიის საბავშვო ბაღში მზის ელექტრო  სადგური დამონტაჟდა.  მზის პანელების მონტაჟი  “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში,  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ავარია

საზოგადოება 1742195407

„სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა ერთ დღეში, სამივეს დათო ერქვა...“ - რას წერენ ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებზე

ბოლო რამდენიმე საათში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე პოსტს აქვეყნებს:„3 ახალგაზრდა გარდაიცვალა 1 დღეში, სამივეს დათო ერქვა, დათო მარგალიტაძე, დათო აბულაძე, დათო ალავიძე...სულ ახალგაზრდა, ნარჩევი სიცოცხლით გაუმაძღარი ვაჟკაცები დავკარგეთ, სამივე ავარიით 2 მატოციკლეტით, ერთი მანქანით... ამდენი უბედურება კმარა...სულ გლოვის ზარია, უფალო, გვაკმარე, ეს რა წელია.... ავარიები მოხდა სამტრედიაში, ბათუმში, ქუთაისში...სიკვდილო რა ძალიან გადიდგულებულხარ?! გაბედე და თავი გაგვიტოლე ! რა იფიქრე? არც ისეთი პატარები ვართ, ტკივილის სიღრმე ვერ ვიგრძნოთ... არც ისეთი დიდები, ისე გადავიტანოთ, რომ არ გაგვიტანოს !!! გათენდეს ერთი დღე ცუდი არ წავიკითხოთ, უფალმა გაანათლოს მათი ლამაზი სულები,“ - წერს შოთო სიხარულიძე.

პოლიცია ლენტა

საზოგადოება 1741981235

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა - დაღუპულია 32 წლის კაცი

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა.32 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ენერგო–პრო

საზოგადოება 1740777199

სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესზე, „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი გრძელდება.მათივე ცნობით, გურიაში, ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.„28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3 900 აბონენტს, ლანჩხუთში – 780 და ჩოხატაურში – 200 აბონენტს.საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში – ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. საერთო ჯანმში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000-მდე აბონენტს.„ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება, თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა, ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება, ვიდრე ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.