ნეკა ბასილა

ტაბლოიდი 1760898292

„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე

ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს, სადაც განმარტავს, რომ ყოფილმა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა და დღესდღეობით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.„დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ,“ - წერს დოროყაშვილი.

ნკ

საზოგადოება 1760719890

დედა და შეყვარებული ერთად - ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური ფოტოები სოცქსელს იპყრობს

ქართველი ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მონაწილეა. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა კადრმა განსაკუთრებული ემოციები გააღვიძა გულშემატკივარში. ტურნირს ნიკოლოზის დედა და შეყვარებული ესწრებოდნენ.  მათი თბილი კადრები სოცქსელს იპყრობს.ცნობისთვის, ნიკოლოზის შეყვარებული კარლოტა ელენაა, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზის ასისტენტობას. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1759302668

ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მარინ ჩილიჩს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში მისი შემდეგი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება

შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი, მარინ ჩილიჩი იქნება.ქართველმა პრესტიჟული ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაიარა, ბასილაშვილმა ავსტრალიელ ტომიჩსა და ამერიკელ სპიცირის მოუგო.მარინ ჩილიჩთან წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.ამჟამად ჩილიჩი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 104-ე პოზიციას იკავებს. მათ შორის შეხვედრა პირველ ოქტომბერს ჩატარდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1758802069

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-100 ადგილზე გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ასეულში შევიდა.ამჟამად ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-100 პოზიციას იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში, ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და ტურნირის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ბერნარდ ტომიჩთან ჩაატარებს.ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია. მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1758194102

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამ მეტოქესთან ქართველი ორი წლის წინ ბერგამოს ჩელენჯერზე დამარცხდა.მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუზეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებული იქნება.ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1741760104

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი მოიგო და შეჯიბრების ძირითად ბადეში ითამაშებს.ბასილაშვილმა იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველი ძალიან დამაჯარებელი იყო.ფინიქსის ჩელენჯერის ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი კორენტინ მუტე იქნება.ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1736429916

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში იაკუბ მენშიკი იქნება

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჩეხი იაკუბ მენშიკი იქნება.ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის სამი წრე გაიარა.პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში იაკუბ მენშიკი ამჟამად 49-ე ადგილზეა, ხოლო კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 48-ე ადგილი იყო.რაც შეეხება ბასილაშვილს, ამჟამად ქართველი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე იმყოფება, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი გახლდათ.მენშიკის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

ბასილაშვილი

სპორტი 1736361853

ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის ვაჟის დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვებმა გულშემატკივრები გააოცა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსრტრალიის ღია საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, ლეიტონ ჰიუტის 16 წლის ვაჟთან გამართა, რომელიც დიდი სლემის საკვალიფიკაციო ეტაპზე წელს პირველად მოხვდა.ახალგაზრდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის კრუზ ჰიუიტის საგულშემატკივროდ მელბურნში ასობით ადამიანი შეიკრიბა, შეხვედრას ესწრებოდა ჩოგბურთელის მამაც. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ორ სეტში 6:1, 6:4 ბასილაშვილმა მოიგო, ავსტრალიელმა გულშემატკივართა ემოციები დაიმსახურა. სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვებს, რომელმაც მოზარდი მეტოქე შეაქო და თქვა, რომ მის ასაკში ასეთ წარმატებაზე ვერც კი იოცნებებდა.„კრუზი გამოჩნდა და ძალიან კარგად ითამაშა, ის მხოლოდ 16 წლისაა", - აღნიშნა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1736024059

ნეკა დოროყაშვილის ახალი ფოტოები

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ნეკამ იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს. ამჯერად მან გამომწერებს მორიგი პიკანტური ფოტოები გაუზიარა.„ქალი ცეცხლი, ვულკანი“. „შოკი ხარ“. „ქალების ქალი“, - წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

neka

ტაბლოიდი 1735485693

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ნეკამ იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს. ამჯერად მან გამომწერებს მორიგი პიკანტური ფოტოები გაუზიარა.„ქალი ცეცხლი, ვულკანი“. „შოკი ხარ“. „ქალების ქალი“, - წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1732724826

„ვინც კიდევ ნიკასთან მასოცირებთ...“ - რამ გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამზე“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.„ნიკასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ“, - ამ კითხვამ მოდელის გაღიზიანება გამოიწვია, რაზეც გამომწერს ასეთი პასუხი გასცა:„და თქვენ უფრო სირები ხართ, ვინც მაგის ბურთის ავტოგრაფს დღემდე დასდევთ და ვინც კიდევ ნიკასთან მასოცირებთ. თქვენი ოჯახები მო***ან მე“.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1730445416

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრების მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროკი მორია ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე ფრანგ ესკოფიერსა და ავსტრალიელ ტუს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 211-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.