Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

პოლიტიკა 1714116497

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

ჯაშუშობისა და საგარეო ჩარევის სკანდალები, ევროკავშირის არჩევნებამდე, საჯარო დებატებს იწვევს, - ამის შესახებ Euractiv წერს."ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია. "კატარგეიტმა", "რაშაგეიტმა", და ახლა უკვე "ჩაინაგეიტმა", შეძრეს ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია და ევროპარლამენტარებს შორის მცირე პანიკაც დათესეს", - წერს Euractiv.ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას. როგორც ევროპარლამენტარები განმარტავენ, დოკუმენტის მიზანი არჩეული ან დანიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევების აღკვეთაა.

შოლცი

მსოფლიო 1714109978

საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ ევროპა ძლიერი დარჩეს, მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა სორბონის უნივერსიტეტში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას.„საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს. თქვენი სიტყვა შეიცავს კარგ იმპულსს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავწევთ წინ ევროკავშირს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს. გაუმარჯოს ევროპას!’’, - წერს შოლცი სოციალურ ქსელში.მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და აჩვენოს, რომ ამერიკის ვასალი არ არის.

puli

საზოგადოება 1714074406

20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს - ვის შეეხება ცვლილება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1714049121

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი - რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა: სააკაშვილის გათავისუფლება; ივანიშვილის დასანქცირება; გამჭვირვალობის კანონის გაწვევა; ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!“, – წერს რატი იონათამიშვილი.ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს დღეს მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1714044065

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს

საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიცირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.რეზოლუციის პროექტი გუშინ გახდა ცნობილი. ამასთან, დღევანდელი კენჭისყრის დროს გუშინ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტს რამდენიმე შესწორება დაემატა, რომელიც ინიცირებული იყო ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგასა და ურმას პაეტის მიერ.კერძოდ, საუბარია შემდეგი სახის შესწორებებზე:1. გმობს აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსისთვის ძირის გამოთხრის მორიგ მცდელობაში, რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნებით. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგოდ მუშაობისთვის;2. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მისცეს; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;3. მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია;4. მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე;რეზოლუცია კი, რომელშიც ზემოთ აღნიშნული შესწორებები შევიდა, გუშინ ამ სახით იყო გავრცელებული:„ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.– საქართველოზე მისი წინა რეზოლუციების გათვალისწინებით,– ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლისა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის 'უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონის მიღების შესახებ 2024 წლის 17 აპრილის განცხადების გათვალისწინებით,– 2024 წლის 4 აპრილის ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ განცხადების გათვალისწინებით,– ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის დასკვნების გათვალისწინებით,– „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკეს“ გათვალისწინებით,– ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებისა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის შეთანხმების გათვალისწინებით,– სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის გათვალისწინებით,– ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გათვალისწინებით,– საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებლის 2024 წლის 18 აპრილის ერთობლივი განცხადების გათვალისწინებით,– 132(2) წესებისა და (4) პროცედურის წესების გათვალისწინებით,ა. ვინაიდან აზრის, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს;ბ. ვინაიდან საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, ასევე ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრი, ვალდებულია დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპები;გ. ვინაიდან ევროკავშირი საქართველოსგან, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი კანდიდატი ქვეყნისგან ელის, რომ სრულად დაიცავს ასოცირების შეთანხმებასა და სხვა საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, შეასრულებს პირობებს და გადადგამს ნაბიჯებს , რომელიც გაწერილია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ვინაიდან ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმის დათქმით, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმება; ვინაიდან ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა (ნაბიჯი 9) და ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას (ნაბიჯი 1), და რამდენადაც კანონპროექტი არღვევს ამ ორივე მიზანს;დ. ვინაიდან 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონი, 83 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკის მიუხედავად, რომელმაც კანონპროექტს 'ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი“ უწოდა, ეროვნული და საერთაშორისო დაგმობისა და საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთგზის მოწოდებებისა უკან გაეწვიათ კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონი მოითხოვს ორგანიზაციებისგან რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ორი თვის ვადაში დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად და მიიწებონ ასეთი იარლიყი; ვინაიდან ორგანიზაციები დაექვემდებარებიან დამატებით შემოწმებას, ანგარიშვალდებულებას და შესაძლო სანქციებსაც, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს 25 000 ლარამდე, ვინაიდან კანონი სერიოზულად შეზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობას თავისუფლად იფუნქციონირონ.ე. ვინაიდან უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს ზომებს, რომლებიც ზღუდავს მათ საქმიანობას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში;ვ. ვინაიდან ეს კანონპროექტი წარმოდგენილია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საქართველოში მზარდი თავდასხმების დროს, ასევე საერთაშორისო დონორების მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის წინააღმდეგ, თითქოსდა სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და საჯარო სფეროში კრიტიკული ხმების გაჩუმების მიზნით, სხვა მრავალ შორის, უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით; ვინაიდან ეს კანონპროექტი ერთ-ერთი ბოლოა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივების სერიიდან, რომელიც ასევე მოიცავს „ლგბტ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად საკონსტიტუციო ცვლილებების გამოცხადებას და ქალებისთვის გენდერული კვოტების სავალდებულო პოლიტიკის გაუქმებას პარლამენტში, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს ევროკავშირის, მისი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას; ვინაიდან ევროპარლამენტმა წინა რეზოლუციებში უკვე მოითხოვა ზომები, რათა შემცირდეს ის დესტრუქციული როლი, რომელსაც საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესები ასრულებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჰუმანიტარული ნიშნით გასათავისუფლებლად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასაშვებად პარლამენტმა მოწოდება გააკეთა.1. მკაცრად გმობს სადავო კანონპროექტის ხელახლა შემოღებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც დააწესებს დამაზიანებელ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამით ძირს გამოუთხრის მათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ მას მოჰყვა მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;4. ამიტომ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო პროცედურები, რომელსაც კანონის მიღებამდე მივყავართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულებები, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ გაიწვევს კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ და აღარასდროს შემოგვთავაზებენ მსგავს კანონს; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისთვის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება;5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, განაგრძონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიონ ევროკავშირში გაწევრიანების გზას;6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას ცნობების გამო, რომელშიც საუბარია სპეცრაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას შეუძლია განვითარდეს;9. გმობს ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია რუსულის მსგავსი ძალიან საკამათო კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონი“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად იარლიყს აწებებს და მათ დისკრიმინაციას ახდენს და ასევე გამოიყენება ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად და ოპოზიციის ჩასახშობად, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგია;10. შეგახსენებთ, 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას. მოუწოდებს, რომ ეს კანონპროექტი არღვევს ამ ორივე მიზანს;11. ახსენებს საქართველოს მთავრობას მის მიერ აღებულ ვალდებულებებს და ასევე იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელსაც ის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს დაეთანხმა და მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარსა და კომისიის პრეზიდენტს გააკეთონ იგივე;12. სთავაზობს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედური შეფასება, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;13. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც საქართველოში დონორის როლზე და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო გავლენისა მისი შედეგების შესახებ ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე;14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, შეინარჩუნოს ვალდებულება, რომ პატივი სცემს, გააძლიერებს და ხელს შეუწყობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს ევროკავშირის წევრობისა და კანდიდატის სტატუსის პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;15. კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური, ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილსადმი, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;16. მოუწოდებს შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ, 2024 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად;17. ავალებს თავის პრეზიდენტს, ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

უკრაინნული ფული

საზოგადოება 1713987349

სიახლე, რომელიც მაისიდან ამოქმედდება და 20 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც.პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713940482

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა - გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე

 "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა. გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია " ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713938629

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს კანონპროექტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს მათი გადამწყვეტი ლიდერობისთვის ამ ორპარტიული კანონმდებლობის წინსვლაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატორებს ორივე მხრიდან, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურისა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელოდება, რომ ბაიდენი სწრაფად მოაწერს ხელს აღნიშნულ კანონპროექტს.

tik tok

მსოფლიო 1713938439

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს, „ტიკ-ტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება.კანონპროექტით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.ვინაიდან კანონპროექტი ამერიკის პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტის ნაწილია, სავარაუდოა, რომ ბაიდენი მას ხელს მოაწერს.„ტიკტოკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უჩივლებენ აშშ-ის მთავრობას, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.

უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირაში განიხილავს

მსოფლიო 1713936066

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

წილოსანი

პოლიტიკა 1713890740

ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ამჯერად, „ფეიკი“ მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში. “ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას. მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება.” - წერს ნინო წილოსანი.

პუტინი შამპანური

ომი უკრაინაში 1713768726

პუტინისთვის ჯერ ნაადრევია შამპანურის გახსნა - ამერიკელი სენატორი პალატაში კენჭისყრის შემდეგ

„დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი მიესალმა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას და მას „მსოფლიო დიქტატორებისთვის“ გზავნილი უწოდა. სენატორის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.სენატორი, რომელიც კომენტარს აკეთებს პალატის კენჭისყრაზე, ციტირებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას „მიხარია, რომ დაბრუნდი, ამერიკა“.„ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ მესიჯი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა აპირებს დემოკრატიის დაცვას“, - აცხადებს სენატორი.სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა.შეგახსენებთ, 20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო დახმარების კანონპროექტს. პროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 311-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 112.