ლოცვა

საზოგადოება 1788676260

სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში აქვს მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა... ამ დროს უფლის მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდება. ასეთ დროს სავედრებელი ლოცვა შეუცვლელი დამხმარეა.უფლის დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ და სიტყვები გულიდან წარმოთქვათ.ლოცვაუფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.

მთვარის კალენდარი

ასტროლოგია 1788626955

როგორ გამოვიყენოთ სექტემბრის ენერგია - მთვარის კალენდარი და პრაქტიკული რჩევები

როგორ ვმართოთ დრო და საკუთარი ენერგია მთვარის ფაზების მიხედვით? სექტემბერი კლებადი მთვარის დასრულების ეტაპით იწყება და თვის განმავლობაში გვაძლევს უნიკალურ შანსს, ჰარმონიულად შევუთავსოთ ერთმანეთს ძველი საქმეების დასრულება, ახალი მიზნების დასახვა და მიღებული შედეგების გააზრება.სექტემბრის მთვარის კალენდრის შესახებ ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი წერს.„სექტემბერი იწყება კლებადი მთვარით. თვის პირველი ნაწილი ხელს უწყობს დასრულებასა და გათავისუფლებას, შუა პერიოდი , ახალი საქმეების დაწყებას, ხოლო თვის ბოლო , შედეგების შეჯამებასა და მიღებული გამოცდილების გააზრებას.  მთვარის ძირითადი ფაზები და პერიოდები:  1–10 სექტემბერი — კლებადი მთვარე  4 სექტემბერი, 11:51 — მთვარის ბოლო მეოთხედი  11 სექტემბერი, 07:27 — ახალმთვარეობა  12–25 სექტემბერი — მზარდი მთვარე  18 სექტემბერი, 23:44 — მთვარის პირველი მეოთხედი  26 სექტემბერი, 20:49 — სავსე მთვარე  27–30 სექტემბერი — კლებადი მთვარე  1–10 სექტემბერი — კლებადი მთვარეეს არის დრო, როდესაც სასურველია დავასრულოთ დაწყებული საქმეები, დავალაგოთ დაგროვილი საკითხები და გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ზედმეტად გვღლის.  რეკომენდებულია:• სახლისა და დოკუმენტების მოწესრიგება;• ვალების დაბრუნება და მიცემული პირობის შესრულება;• გაჭიანურებული საქმეების დასრულება;• ძველი წყენისა და მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლება;• მავნე ჩვევების შემცირება ან მათზე უარის თქმა;• ზედმეტი ხარჯებისა და არასაჭირო ვალდებულებების შემცირება.4 სექტემბერს, მთვარის ბოლო მეოთხედის დროს, განსაკუთრებით სასარგებლოა საკუთარ თავს გულწრფელად ჰკითხოთ:  „რა ამოიწურა ჩემს ცხოვრებაში და აღარ აქვს მასში ადგილი?“ზოგჯერ წინსვლისთვის ახალი გზის პოვნა კი არა, ძველის გაშვებაა საჭირო.  11 სექტემბერი — ახალმთვარეობაახალმთვარეობა არის სიჩუმის, შინაგანი კონცენტრაციისა და ახალი განზრახვის ჩასახვის დრო.არ არის აუცილებელი, ერთ დღეში მთელი ცხოვრების შეცვლა სცადოთ. საკმარისია, განსაზღვროთ მთავარი მიმართულება.  რეკომენდებულია:• ჩაიწეროთ სურვილები და მიზნები მომავალი თვისთვის;• აირჩიოთ ერთი მნიშვნელოვანი საქმე;• დაგეგმოთ პირველი ნაბიჯები;• ილოცოთ სიბრძნის, სწორი გზისა და გონივრული გადაწყვეტილებებისათვის;• გაუფრთხილდეთ საკუთარ ენერგიას და თავი აარიდოთ არასაჭირო კამათს.ამ დღეს უმჯობესია მოერიდოთ ნაჩქარევ დაპირებებს, ემოციურ გადაწყვეტილებებსა და ისეთ ახალ წამოწყებებს, რომლისთვისაც შინაგანად ჯერ მზად არ ხართ.  12–25 სექტემბერი — მზარდი მთვარეეს არის მოძრაობის, შექმნის, განვითარების და დაწყებული საქმეების თანდათან გაძლიერების პერიოდი.  რეკომენდებულია:• ახალი პროექტების დაწყება;• სწავლა და სასარგებლო უნარების ათვისება;• სამსახურის, კლიენტებისა და ახალი შესაძლებლობების ძიება;• კეთილდღეობისა და შემოსავლის გაზრდისკენ ნაბიჯების გადადგმა;• ურთიერთობების გაძლიერება და სასარგებლო ნაცნობების შეძენა;• საკუთარ თავზე ზრუნვა და კარგი ჩვევების ჩამოყალიბება.  18 სექტემბერი — მთვარის პირველი მეოთხედი.ეს არის დრო, როდესაც ფიქრიდან ქმედებაზე უნდა გადავიდეთ, გადავლახოთ პირველი დაბრკოლებები და, საჭიროების შემთხვევაში, შევცვალოთ ან დავხვეწოთ ჩვენი გეგმა.  26 სექტემბერი — სავსე მთვარესავსე მთვარე მთვარის ციკლის კულმინაციაა. ის, რაც მანამდე დაიწყეთ, შესაძლოა უკვე პირველი შედეგებით გამოვლინდეს.  რეკომენდებულია:• მიღებული შედეგების შეჯამება;• მნიშვნელოვანი სამუშაოს დასრულება;• მიღებულისთვის მადლიერების გამოხატვა;• საკუთარი ძალისხმევის შედეგების დანახვა;• გადაწყვეტილებების მიღება მშვიდი გააზრების შემდეგ;• ლოცვა დაცვისთვის, სიბრძნისა და შინაგანი სიმშვიდისთვის.თუ ძლიერ დაძაბულობას ან გაღიზიანებას გრძნობთ, უმჯობესია არ შეხვიდეთ კონფლიქტში და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ბრაზის, წყენის ან ემოციის გავლენით.  27–30 სექტემბერი — კლებადი მთვარეეს პერიოდი გვთავაზობს კვლავ შევანელოთ ტემპი, მოვიშოროთ ზედმეტი, გამოვასწოროთ შეცდომები და მშვიდად დავასრულოთ ის, რისი დასრულებაც მანამდე ვერ მოვახერხეთ.ზოგჯერ თვის ბოლოს ყველაზე დიდი ძალა სწორედ გაშვებაშია.    ლოცვა ნებისმიერი საქმის დაწყების წინ„უფალო, მაკურთხე დაწყებულ საქმეში. მომმადლე გონების სიცხადე, გულში სიმშვიდე და ძალა. წარმართე ყველაფერი სასიკეთოდ, დამიფარე შეცდომებისა და ყოველგვარი ბოროტებისგან. იყოს ნება შენი. ამინ.“  - წერს თამუნა იოსელიანი.

icon

ისტორიები 1788542995

ლოცვა, რომელიც მსწრაფლშემსმენელი ხატის წინ იკითხება

"ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მ ს წ რ ა ფ ლ შ ე მ ს მ ე ნ ე ლ ა დ“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“. - ეს სიტყვები მოესმა ბერს ხატიდან, რომელსაც სასწაულებრივად აეხილა თვალები.ლ ო ც ვ აჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო “მსწაფლშემსმენელო”, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელად” წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელო”, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმინდასა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.ხატის ისტორიის და სასწაულის შესახებ ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ აქ...

სნეულთა ხატი

საზოგადოება 1788465994

„ამ ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი...“ - ლოცვა კურნებისთვის

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“„აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი.აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა ნინოს თანამედროვეა და ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცულია დღემდე.მე 18 საუკუნეში წმიდა ხატის წინაშე, ერთი მგალობელი განიკურნა, მას ენა ულპებოდა, მაგრამ არ შეწყვიტა ჩვეული ლოცვა ხატის წინაშე.უცებ მან იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს უხმობა და მისდამი აღავლენდა მგალობლის ლოცვას, მალე თვით ღვთისმშობელიც გამოჩნდა და აღადგინა სნეული.ტროპარი ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ ამინ.

paisi

საზოგადოება 1788353580

„როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ...“ - ბერი პაისის შეგონებები

იცით, რომ ბერი პაისი ცნობილია თავისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბობდა:"ჩვენს ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი. რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღვთისა, მათ არ აქვთ მუხრუჭი და მიექანებიან. ამგვარი სისწრაფით დაუსრულებელ სრბოლას, ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. სირთულეების გამო ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან. უმეტეს წილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუ ისინი, ვინც წმინდა მთაზე მოდიან, ასეთი გახელებულნი და დაბნეულნი არიან, როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიისგან და ღვთისაგან შორს არიან? ყველგან ქარიშხალი და დიდი უბედურებაა. უბედური სამყარო სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ვკითხე, რატომ ყურადღებას არ აქცევთ რაც ხდება? სადამდე მივა ეს? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ახლა ზვავის ტოლია. ამას სასწაული თუ უშველის.  ზოგიერთი იმ საშუალებით, რომლითაც თითქოს გამოსწორება სურთ ბოროტების, ზვავს კიდევ უფრო ადიდებენ. იმის ნაცვლად, რომ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მიიღონ, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. ზვავის დადნობას კი არა, მის გადიდებას უწყობენ ხელს. ცოტ-ცოტაობით, ბოროტება თოვლის უდიდეს მასად იქცა, და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.ჩვენ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა, ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს.ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია. თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს.მთელი სამყარო ერთისკენ მიდის, საყოველთაო ნგრევაა, სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. ახლა ღმერთი შრომობს ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს.ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიკონში, რომელსაც სინისგან გაწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.ადამიანთა ტანჯვას დასასრული არ აქვს. საყოველთაო გახრწნილება სუფევს ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. ადამიანები მხოლოდ იმ სახლებში გრძნობენ მშვიდად თავს, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ. სადღაც გაყრაა, სადღაც - გაკოტრება, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები; ზოგი წამალს ეტანება, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები! ზოგს ნაკლებად, ზოგს მეტად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ, სახლებიდან ასახლებენ. ტანჯვა-წამების მთელი გროვაა.ლოცვის დროს ხშირად ვხედავ, პატარა, უბედური ბავშვები როგორ მოდიან და ღმერთს დახმარებას სთხოვენ. მათ ოჯახში პრობლემები აქვთ. ამიტომ დედები ლოცვად აყენებენ. ისინი ამავე სიხშირეზე გადმოეწყობიან და ჩვენ ამგვარად ვუკავშირდებით მათ.***არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები დღეს არიან. სოფელი იღუპება და ადამიანები იძულებულნი არიან ამ სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ.უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს. საყრდენი არ აქვთ.  ხელის ჩასაჭიდს ეძებენ, და თუ მათ არ აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან და მათ თუ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მას სრულიად მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.პოლიტიკოსებმა უკვე გაიგეს, რომ თუკი ვინმეს ადამიანის დახმარება შეუძლია, ეს ეკლესიური ადამიანები არიან. ჩემთან სენაკში რამდენიმე პოლიტიკოსი მოვიდა და მითხრეს, ბერები საქადაგებლად ერში უნდა გავიდნენ და განსწავლონ ადამიანები, სხვა გამოსავალი არ არსებობს, მძიმე წლებიაო.ზამთარში ჩემს სენაკში 17 სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა, სტუდენტიდან დაწყებული, რეჟისორით დამთავრებული. ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ღვთისმეტყველების სწავლას. ერთნი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ, მეორენი ჭეშმარიტებას გასართობ ცენტრებში ეძებენ. ადამიანები შემწეობას ეძებენ, თვით ჩემისთანა უღირსთან. ვინ ვარ მე? ადამიანები კი ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა.ხმელეთიც ზღვაზე უფრო საშიშად იქცა. ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში.  როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ. ეს წმინდა სიტყვები დიდად ანუგეშებენ სულს.უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე, ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება ქვეყანას კეთილად მოაქცევს. ცუდი კი კატასტროფაა მისთვის.სულიერი სიდუხჭირე მეტად საშიშია. ლოცვა საჭიროა, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს.ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები კი მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. თუ ჩვენ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები. ადრე სიკეთე უხვად იყო და ბოროტება სიკეთეში ინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა ერში თუ მონასტერში, შეუმჩნეველი იყო, ხალხს არ ვნებდა. ახლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტება. ცოტაოდენი სიკეთე კი გროშადაც არ ღირს..."

იესოს ლოცვა

საზოგადოება 1788331143

უძლიერესი სამი ლოცვა, რომლის წაკითხვას წმინდა მამები რთულ წუთებში გვირჩევენ

„იესოს ლოცვა დემონებს წვავს" - ამბობს ეფრემ არიზონელი.წმინდა მამის თქმით, როცა კი "სასოწარკვეთილება, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, შიშით, ტკივილითა და დიდი სულიერი სიფხიზლით უნდა ვილოცოთ და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით."იესოს ლოცვა მოკლე და მარტივია: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესო, შემიწყალე“.გთავაზობთ წმინდა მამების სწავლებას იესოს ლოცვის შესახებ.ღირსი პაისი ათონელი"უმჯობესია ის (ლოცვა) სრულად წარმოვთქვათ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", რადგან ეს ლოცვა რწმენის მთელ დოგმატს შეიცავს. თუ გიჭირს მისი სრულად წარმოთქმა, მაშინ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". სულ სხვაა ლოცვა ღვთისმშობლისადმი და წმინდანებისადმი და სხვა - იესოს ლოცვა. იესოს ლოცვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: ამ ლოცვით ადამიანი უერთდება ქრისტეს, გონება უერთდება ღმერთს. მაგრამ გონება ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს - აი ესაა საიდუმლო. როცა წმინდანებისადმი ვლოცულობთ, ესეც კარგია, მაგრამ განუწყვეტელი ლოცვისათვის უსარგებლოა. მიეჩვიე, მეტი ილოცო, რათა გონებამ მრავალჯერ მიმართოს "უფალ იესო ქრისტეს", და ამგვარად ბუნებრივად იქნები უწყვეტ ლოცვაში."არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი"იესოს ლოცვა ყველა ლოცვის არსია, რაც კი ეკლესიაში არსებობს. ეს არის ყველაზე მოკლე, ყველაზე გამოცდილი და ეფექტური ლოცვა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიმართოს. ეს ლოცვა არის ყველაზე პირდაპირი, შესაფერისი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ მონაზვნებისთვის. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერისკაცებიც და მონაზვნებიც ერთსა და იმავე ლოცვას აღავლენენ. ეს ლოცვა, სინათლით აღსავსე თვალების მსგავსად, ღმერთის მოხვეჭის უნარს გვაძლევს.  ლოცვა ცოცხალი მეხსიერებაა, ეს არის ღვთის სახელის მოხმობა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე - რა ხდება ჩვენში ამ ლოცვით მოხმობის დროს? ვიძენთ სულიერ ძალას, რომელიც თავად ღმერთისგან მოდის. მოვიხმობთ ქრისტეს, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ჩვენს გულთან თანაზიარებაში. ჩვენში ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნა მკვიდრდება. ჩვენს გულში და ჩვენს გარშემო ყველაფერი ღმერთით ივსება. ეს ლოცვა ადამიანში ღმერთის მოუკლებელი ლოცვის ძალას წარმოქმნის. და შესაბამისად, ადამიანის თანამონაწილეობით, სთავაზობს მას სიხარულს სულიერი ბედნიერების მდგომარეობას გვანიჭებს. შემდეგ, როდესაც ადამიანი ამ დაწყებით საფეხურს მიაღწევს, მას კარგად ესმის, რომ სული წმინდა მის პიროვნებას ღმერთთან შუამავლობს. და ამ წუთიდან სული წმინდა ადამიანს ღმერთთან აღამაღლებს." წმინდა ეფრემ კატუნაკელი გახლდათ ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა, რომელიც თავისი მორჩილებითა და "იესოს ლოცვის" განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.ეფრემ კატუნაკელი"შვილო ჩემო, წარმოთქვი ლოცვა – “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე,” დღედაღამ განუწყვეტლივ. ლოცვა გვაძლევს ყველაფერს, ის თავის თავში მოიცავს ყველაფერს: თხოვნას, ნუგეშს, რწმენას, აღმსარებლობას, ღმრთისმეტყველებას და ა.შ. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.ლოცვა თანდათან მოიტანს მშვიდობის, სიტკბოების, სიხარულის ცრემლებს. მშვიდობა და ცრემლები კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს, ლოცვა კი კვლავ უფრო დიდ მშვიდობასა და სიტკბოებას მოგანიჭებს და ასე განუწყვეტლივ. ისეთი მომენტიც იქნება, რომ ლოცვის შეწყვეტისას თავს ცუდად იგრძნობ.გონიერ ლოცვას თან და თან მიჰყავს ადამიანი ნათლობის პირველ მადლთან." სქიმარქიმანდრიტი კვირიკე ათონელი"წარმოთქვით ლოცვა და მის დაწყებამდე იფიქრეთ იმ ვნებაზე თუ არეულ აზრებზე, რომლებიც ლოცვისას ყველაზე ხშირად გიშლიან ხელს.იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით. თქვენ - უფლის მიერ ქმნილმა - აღიარეთ მის წინაშე, რომ უძლური ხართ და შესთხოვეთ მადლისმიერი შეწევნა, რომელიც თავმდაბლობით მიიღება". "იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია".ეფრემ არიზონელი"ჩემო შვილებო, გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის, ნუ შეწყვეტთ იესოს ლოცვას თუნდაც ერთი წუთით.იესოს სახელს მუდმივად უნდა წარმოთქვამდეთ, რომელიც ანადგურებს ეშმაკს და მის ყველა შეთქმულებას.განუწყვეტლივ ევედრეთ ჩვენს უფალს და მსწრაფლ შეგეწევათ. როგორც გავარვარებულ რკინას ვერვინ შეეხება და ვერც მიახლოვდება, ასევე ემართება მის სულს, ვინც მხურვალედ ლოცულობს იესოს ლოცვას.დემონები ვეღარ უახლოვდებიან მას. ან როგორ შეძლებენ? ისინი უმალ დაიწვებიან ღვთაებრივი ცეცხლით, რომელსაც შეიცავს ღვთის სახელი.ვინც ლოცულობს ნათლდება და ვინც არ ლოცულობს, ბნელდება. ლოცვა არის ღვთაებრივი ნათლის მომნიჭებელი,  ამიტომაც ყველა, ვინც გულითადად ლოცულობს, განათლებულია და მასში დაივანებს ღვთის სული.თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, ვილოცოთ შიშით, ტკივილით და დიდი სულიერი სიფხიზლით და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით.თუ ადამიანი გულითადად ლოცულობს, შეუძლებელია ჰქონდეს შური ვინმეს მიმართ, ან რაიმეს პატიება ვერ შეძლოს.ყოველივე ფერფლად იქცევა, როდესაც იესოს ლოცვის ცეცხლს მიუახლოვდება.ასე რომ, ჩემო შვილებო, იბრძოლეთ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მხსნელი და გამწმენდი ლოცვით, რომ განათლდეთ და იყოთ წმინდა."

ლოცვა

საზოგადოება 1788200906

დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან დაიცავთ

დედის ლოცვა შვილებისთვის!ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ლოცვა

საზოგადოება 1788157860

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს.ამ დღესიკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა.ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის ტროპარი„ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი წმიდაჲ ჴორცთა შენთაჲ, ურღვეველად ერსა შენსა მოანიჭე, მეოხებითა შენითა, რამეთუ შობისა მიზეზი მართლმადიდებელთა მეფეთა ყოველთვის განმაძლიერებელ ხარ, მხოლოო მწყალობელო.“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა („პანტანასა“ / „ყოველთა დედუფალი“)სიმსივნით დაავადებულთა და სნეულთა განსაკურნებლად მიმართავენ ხატს შემდეგი ვედრებით: „ყოველლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო, პანტანასა! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა, რამეთუ ხარ დედაჲ ღმრთისა სახიერისაჲ, თქმულისაებრ შენისა ღირს-მიყავ მე, რათა განვკურნდე სენისაგან და განვძლიერდე სულითა...“

ხატი "ყოველთა დედუფალი"

საზოგადოება 1788120138

„ევედრებიან სიმსივნისგან განსაკურნებლად“ - დღეს ეს ლოცვა უნდა წაიკითხოთ

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა.ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის ტროპარი:„ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი წმიდაჲ ჴორცთა შენთაჲ, ურღვეველად ერსა შენსა მოანიჭე, მეოხებითა შენითა, რამეთუ შობისა მიზეზი მართლმადიდებელთა მეფეთა ყოველთვის განმაძლიერებელ ხარ, მხოლოო მწყალობელო.“ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა („პანტანასა“ / „ყოველთა დედუფალი“)სიმსივნით დაავადებულთა და სნეულთა განსაკურნებლად მიმართავენ ხატს შემდეგი ვედრებით:„ყოველლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო, პანტანასა! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა, რამეთუ ხარ დედაჲ ღმრთისა სახიერისაჲ, თქმულისაებრ შენისა ღირს-მიყავ მე, რათა განვკურნდე სენისაგან და განვძლიერდე სულითა...“

anchisxati

საზოგადოება 1788005365

დღეს ანჩისხატობაა - ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი ანუ როგორც საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავგაროზმა უფალს მისწერა, თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისგან დევნილ ქრისტიანებს თავის სამეფოში შეიფარებდა.იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჰქონდა აღსასრულებელი. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მხატვარმა მაცხოვრის სახის დახატვა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ტილოზე უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.უფლის ხელთუქმნელი ხატი ედესაში ჩაასვენეს. ავგაროზი ექვსწლიანი მძიმე ავადმყოფობისგან ხატთან ერთი შეხებისთნავე განიკურნა. გადმოცემით, ამ შემთხვევის შემდეგ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც კი ჩასულა.VII საუკუნეში ედესას არაბები შეესივნენ. არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დაიწყო, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გაასვენეს. ანჩში მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანისცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.თამარის გარადაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთს მძიმე დრო დაუდგა. ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

პატრიარქი შიო

საზოგადოება 1787936580

ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის ქადაგება

ძვირფასო მამებო, დედებო, დებო და ძმებო, გილოცავთ ყოვლად ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, როგორც დღევანდელი დღესასწაულის ტროპარშია ნათქვამი: შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე.„ღვთისმშობელი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე, მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც. ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით.ძვირფასო დებო და ძმებო, რაზე გვაფიქრებს ღვთისმშობლის მიძინების დღე? ჩვენს გარდაცვალებაზე, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელება, საშინელი მოვლენა, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ცუდად ვაცნობიერებთ, რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს, ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში, მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ ჩვენ თუ მოგვინდება, ადამიანს თუ მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად.სიკვდილი ჩვენთვის დღეს აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა დარჩენილი. როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: მისი სახელიც კი ლიტონი გახდა. ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას. შეგახსენებთ თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს: ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლად. წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: არ გვინდა ძმებო თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე. აი, რა ყოფილა გარდაცვალება. ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში, ანუ დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით ან საერთოდაც არ ვემზადებით. მესამე დაბადების გაუცნობიერების გამო მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური, შიში და ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით. ძვირფასო დებო და ძმებო, დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე, როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედაღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში.კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს.გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქი შიო III

საზოგადოება 1787920058

გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი იბადება მარადიული ცხოვრებისთვის... ამის გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან, ხშირად, ლოცვითი განწყობის ნაცვლად, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში - პატრიარქი

როგორც ხორციელად იბადება ადამიანი ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. ამ მესამე დაბადებისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით, ანდა, საერთოდაც, არ ვემზადებით, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.შიო მესამემ მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაული მიულოცა და გარდაცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა."გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს!ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი.მაგრამ დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა.თავის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც. ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვითონ ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდითა და დიდი სიხარულით.ეს დღე – მიძინება ღვთისმშობლისა – რაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო? ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის.უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, უაზროც, შეიძლება ითქვას, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე.რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ, თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი.თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში, მაგრამ ამქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. მართლაც, დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, როგორც ამბობს შესანიშნავად წმინდა იოანე ოქროპირი, მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, რადგან სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ – გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.შეგახსენებთ, თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს, რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო (ინ. 11, 11).წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ „არ გვინდა, ძმებო, თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე“ (1 თეს. 4, 13).მაშასადამე, რა ყოფილა გარდაცვალება? ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, გადასვლა მარადისობაში.წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ ეს არის მესამე დაბადება ადამიანისა მარადიულ ცხოვრებაში, ანუ დაბადება მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ხორციელად იბადება ადამიანი ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.ამ მესამე დაბადებისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით, ანდა, საერთოდაც, არ ვემზადებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მესამე დაბადების გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად უკვე იმქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებით. ზოგჯერ ასეც ხდება.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ დღეს დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე და იმაზე, თუ როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში!კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს!დღეს, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ ვიკრიბებით და ვლოცულობთ და, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს!გილოცავთ კიდევ ერთხელ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი!ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!", - განაცხადა პატრიარქმა.