ზურიკო დავითაშვილი

საზოგადოება 1713931891

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა

 ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ სერიას აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. 38-ე წუთზე მასპინძლები სლოვენიელმა, ზან ვიპოტნიკმა დააწინაურა.მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.აღსანიშნავია, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პოლეი ოფის მატჩის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დავითაშვილმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.„ბორდომ“ 34 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-14 ადგილზეა.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713351315

ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას - მამუკა მდინარაძე

პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ [ოპოზიციონერები], სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მან ასევე ისაუბრა ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არხებმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის განცხადებები გააყალბეს და მათი გზავნილებიდან სიტყვა "მშვიდობა" ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება."ნამდვილ ევროპულობას ჩვენი მხარდაჭერა, მართლაც, ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა რა უნდა ქნან?! აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნეს? მაგალითად, რა ქნა "ნაცმოძრაობის" არხმა? - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა "მშვიდობა" ამოუღეს, წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან - სიტყვა "მშვიდობას" ხშირად "ქართული ოცნება" ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს ეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ არ ვარგაო და გაუყალბეს, წარმოიდგინეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნო

საზოგადოება 1713184522

ზურიკო დავითაშვილის ოჯახური იდილია - ნახეთ, სად ისვენებს ფეხბურთელი

 საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ფრანგულ კლუბში თამაშობს, მეუღლესა და შვილთან ერთად ისვენებს.ზურიკომ და მია გზირიშვილმა დასასვენებლად ქალაქი არკაშონი შეარჩიეს.მზიანი ქალაქიდან მია ოჯახთან ერთად დასვენების ფოტოებს გვიზიარებს.

horoskopi

ჰოროსკოპი 1712776500

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მათი ზოდიაქოს ნიშნები - როგორ ახასიათებენ მათ ასტროლოგები

გაეცანით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ზოდიაქოს ნიშნებს და ამ ნიშნების ზოგად დახასიათებას ⇓ხვიჩა კვარაცხელია - მეწყულიმერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება გარემოცული იყვნენ ნაცნობებით, მაგრამ იშვიათად ჰყავთ ახლო მეგობრები, რომლებსაც ენდობიან.ბუდუ ზივზივაძე - თევზები თევზების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა და სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება. თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ, რა არა.გიორგი მამარდაშვილი - სასწორიამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მორიდებულები, მომხიბვლელები და მეგობრულები არიან. ისინი არავის აწყენინებენ წვრილმანების გამო და ცდილობენ ტკივილი არ მიაყენონ ახლობელ ადამიანებს, რომელთა მისწრაფებებს და სურვილებს ხვდებიან კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით.გურამ კაშია - კირჩხიბი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით - ზერელედ ნასროლმა სიტყვამაც კი შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს ისინი; ამასთან, კირჩხიბი ფლობს საკმაოდ ძლიერ შინაგან ენერგიას და მისი დათრგუნული შინაგანი მდგომარეობა მალევე გადაეცემა გარშემომყოფებს. გიორგი მიქაუტაძე - მორიელიმამაკაცი-მორიელები ფლობენ არამარტო ძალას, არამედ ეშმაკობასაც, ამიტომ, უბრალოდ დაუმარცხებლები არიან როგორც ღია ბრძოლაში, ისე კულისებს მიღმა. მათ მკვეთრი გონება აქვთ, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თავისუფალი, ძალიან დამოუკიდებელი არიან გადაწყვეტილებებში და მხოლოდ საკუთარ არჩევანს ენდობიან.გიორგი ჩაკვეტაძე - ქალწულიეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ.ზურიკო დავითაშვილი - მერწყულიმერწყულ მამაკაცებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, დაუცხრომლობა და სინტიმენტალურობაც.ნიკა კვეკვესკირი - ტყუპებიმამაკაცი-ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინვითარებენ საკუთარი ინტერესბის სფეროს, მაგრამ დასახული მიზნისკენ მიდიან არა პირდაპირი, არამედ უფრო ადვილი გზით - ეს მათ თავისთავად გამოსდით. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნებით, მაგრამ სერიოზულად არც ერთი მათგანით, ასევე რისკავენ შიშის განცდის გარეშე.ჯაბა კანკავა - თევზებიროცა თევზებს უჩნდებათ შანსი, რამე მიიღონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ისინი ცდილობენ არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან.

ზურიკო დავითაშვილი

სპორტი 1712473056

„პენალტის დარტყმისას დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი“- ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ მედიასთან თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი გაიხსენა, როდესაც 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.„ეს იყო ძალიან ლამაზი დღეები. ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი ისტორია. ვიმედოვნებ, რომ კარიერაში ნაკრებსა და „ბორდოსთან“ ერთად მსგავსი მომენტების განცდის შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მექნება. როცა პენალტის დასარტყმელად კარს მივუახლოვდი, დარტყმამდე დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.რაც შეეხება „ბორდოს“, მიზანი კვლავ ლიგა 1-ში დაწინაურებაა. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუნდაც ეს ძალიან რთული ამოცანა იყოს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, „ბორდოსთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და სანამ აქ ვთამაშობ, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვიღონებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.შეგახსენებთ, რომ სანაკრებო თამაშებიდან „ბორდოში“ დაბრუნებულმა დავითაშვილმა ბოლო ორ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დვალიშვილის და კვარას მამები

faceამბები 1711950752

PHOTO: „მამების ძმაკაცობას შვილები აგრძელებენ. მათი ოცნებაც შვილებმა აიხდინეს” – სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ზურიკო დავითაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას და მათი მამების ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.როგორც ვიგებთ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მამებიც ერთ გუნდში თამაშობდნენ.,,მამების ძმაკაცობას შვილები აგრძელებენ. პირველ ფოტოზე ბადრი კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას მამა) და აბრეზ დავითაშვილი (ზურიკო დავითაშვილის მამა) ერთ გუნდში. მეორე ფოტოზე ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული ფინალის შემდეგ გასახდელში. შვილებმა აისრულეს მამების ოცნება”, – წერს მარიამ ჩხეიძე.ცნობისთვის, საქართველომ საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.

ზურიკო

საზოგადოება 1711832207

VIDEO: ზურიკო დავითაშვილი სტადიონზე საგულშემატკივროდ მისულ შვილს ეფერება

ზურიკო დავითაშვილმა „პარიზის“ კარში გოლი გაიტანა.ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია.ის სტადიონზე მის საგულშემატკივროდ მისულ შვილს მოეფერა.ვიდეოს სოციალურ ქსელში ზურიკოს მეუღლე მია გზირიშვილი ავრცელებს.ნახეთ ნაკრები ⇓ 

ლაჭქ

საზოგადოება 1711706121

ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების უმშვენიერესი მეორე ნახევრები

ნახეთ, ვინ არიან ქართველი ფეხბურთელების უმშვენიერეს მეორე ნახევრები:გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილიწარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე".ბუდუ ზივზივაძე და ნინი კვერნაძეხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძეფეხბურთელის მეუღლე უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა.ზურიკო დავითაშვილი და მია გზირიშვილიფეხბურთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში.ლაშა დვალი და მაკა ბუაჩიძე ნახეთ, მათი ექსკლუზიური ინტერვიუ:EXCLUSIVE: გაიცანით ისტორიულ მატჩზე ზუსტად შესრულებული პენალტების ერთ-ერთი ავტორის, ლაშა დვალის უმშვენიერესი მეუღლე

კვა

საზოგადოება 1711530314

ზურიკო დავითაშვილის შვილი გაქრისტიანდა - ვინ მონათლა პატარა დათი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა შვილი გააქრისტიანა.კადრებში ჩანს რომ პატარა დათი, ხვიჩა კვარაცხელიამ მონათლა. ნახეთ, ფოტოები:

ნაკრები

სპორტი 1711446694

სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს.ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).ავტორი: ირაკლი გოგვაძე

გურამ კაშია

სპორტი 1711091052

გამარჯვება გვიხარია, მაგრამ ფინალისთვის მაქსიმალურად მშვიდად უნდა მოვემზადოთ - კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარები გააკეთეს.გურამ კაშია: „ბიჭებმა ვილაპარაკეთ, რომ ემოციურად დიდად არ დავიხარჯებოდით. მოგება გვიხარია, მაგრამ გვსურს, ძალები აღვიდგინოთ და ფინალისთვის მაქსიმალურად მშვიდად მოვემზადოთ. მადლობა გულშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მუხტი გადმოგვედო, მოწინააღმდეგეს კი თითქოს შიში ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, თბილისში თამაში არავის სიამოვნებს.მსგავს მატჩებში პროვოკაციები იშვიათი ამბავი არაა და გამოცდილება შევიძინეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც თავდაჯერებულად ითამაშეს. სასიხარულოა, რომ დიდი წნეხის ქვეშ ასე კარგად მოქმედება შეუძლიათ. არ ვიცი, გერსონ როდრიგესის მხრიდან ჯაბა კანკავასთან კამათი რამდენად ჭკვიანური იყო“.ლაშა დვალი: „ემოციური თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ახლა კონცენტრაცია ფინალისკენ გვექნება. ბოლო ორი შეკრების განმავლობაში ეროვნულ გუნდში არ ვყოფილვარ და ნაკრებში თამაში მომენატრა. გულშემატკივრებმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს, მათ დიდ მადლობას ვუხდი“.ზურიკო დავითაშვილი: „ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით. ყველა ბედნიერია, რადგან ლუქსემბურგთან მოგება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფინალშიც გამარჯვებას და ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევეცდებით“.საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალს საბერძნეთის ნაკრებთან 26 მარტს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.

კანკავა

სპორტი 1710318011

კანკავა დაბრუნდა! ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს.13 მარტს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ვილი სანიოლმა მოახლოებული პლეი ოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას საგურამოში, სასტუმრო სევსამორაში გაივლის.საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. ჯაბა კანკავამ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის 2012 წლიდან ნაკრების კაპიტანი გახდა და ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების სახელით ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ ცენტრალური ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში დაეხმარება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობამეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.