ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1794040150

ირაკლი ჭეიშვილი: ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნა

7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. 2007 წელს, ზუსტად ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.აქციის დარბევის და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაშინების პოლიტიკის გატარება 7 ნოემბრით დაიწყო."ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანია "იმედის" კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნა. მერე იყო 26 მაისი, 2008 წლის 8 აგვისტო და ასე შემდეგ.7 ნოემბერი არის ხელწერა, რითაც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, დაშინების პოლიტიკის გატარება საქართველოში. ამის შემდეგ ყველას გვახსოვს, ყველა მომდევნო აქცია როგორ ირბეოდა. ყველას გვახსოვს კარგად, რუსთაველზე როგორ დასრულდა 26 მაისის აქცია - დარბევით და მსხვერპლით და ესეც მორიგი ხელწერაა ახალაიების, სააკაშვილის და მათი რეჟიმის," - აცხადებს ჭეიშვილი. 

7 ნოემბერი

საზოგადოება • 1794033420

სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა "იმედში" – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. 2007 წელს, ზუსტად ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.აქციის დარბევის და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1793984760

სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიო დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა“, მოსკოვი გადავიდა აქტიურ ქმედებაზე და „მათ აამოქმედეს თბილისში ჩანერგილი რუსი ოლიგარქი არკადი პატარკაციშვილი“.სააკაშვილი მიიჩნევს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს არც ერთი კანონი არ დარღვეულა და ნაცმოძრაობამ ყველაფერი სწორად გააკეთა, რის შედეგადაც, ქვეყანა გადაარჩინა. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა გადაარჩინა 2008 წელსაც, თუმცა, 2012 წელს საქართველოს გადარჩენა ვეღარ შეძლო.„რა მოხდა სინამდვილეში 2007 წლის ნოემბერშიმას შემდეგ, რაც რუსეთს დავაკარგვინეთ კონტროლი აჭარაზე და ჯავახეთის რეგიონზემას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიო დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა და საქართველომ მყარად აიღო კურსი ევროპასთან და საერთოდ დასავლეთთან ინტეგრაციაზეიმ ფონზე, როცა საქართველომ მოკეტა ერგნეთის შავი ხვრელი, რითაც ქვეყანას გაუჩნდა ბიუჯეტი, ჩავატარეთ პოლიციის რეფორმა, ამოვძირკვეთ კორუფცია, შემოვიტანეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, საჯარო სამსახურებს ჩამოვაშორეთ რუსული აგენტურა და დავაკავეთ რუსი აგენტები.- იმ პირობებში, როცა უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია შთაგონებული იყო ვარდების რევოლუციით და ჩვენც აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით კიევის მაიდანში და საერთოდ ქართულმა რეფორმებმა ძალიან დიდი გამოძახილი პოვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ვინაიდან დაანახა მათ რუსეთისგან სრულიად განსხვავებული მოდელი. ზოგადად უპრეცედენტოდ განმტკიცდა ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი.მოსკოვი გადავიდა აქტიურ ქმედებაზე - მათ შემოიღეს ემბარგო, რათა ხალხის უკმაყოფილება გამოეწვიათ, - მათ აამოქმედეს შევარდნაძის დროს თბილისში ჩანერგილი რუსი ოლიგარქი არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც სურდა რუსეთიდან თავისი აქტივების გატანა და ამაში კრემლის დახმარება სჭირდებოდა.პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში ორჯერ ჩავიდა მინსკში, ვითომ ადგილობრივ ოლიმპიურ კომიტეტთან შესახვედრად, სინამდვილეში კი რუსეთის FSB-ს წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებს ადგილი ჰქონდა 2007 წლის მაისში და სექტემბერში. ეს მე და გივი თარგამაძეს მინსკში მოგვიყვა 2010 წელს ბელარუსის ლუკაშენკომ.პატარკაციშვილის „იმედმა“ აქტიურად დაიწყო რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგოს და რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყრის ჩემს ხელისუფლებაზე გადმობრალება. მუდმივად კეთდებოდა სიუჟეტები „სააკაშვილის გამო ქართველი კაცი ვენახს კაფავს“ და მსგავს თემებზე. 2007 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) გადმოგვცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ერევანში ჩამოსული იყო რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, თბილისელი უსოიანის მეთაურობით და მათი მიზანი იყო თბილისში არეულობების ორგანიზება და დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედმა რუსმა აგენტებმა დაიწყეს ოპოზიციასთან ინტენსიური კონტაქტი.თბილისში დაანონსდა მასობრივი აქციები, რომლებიც დროში დაამთხვიეს ნატოს მიერ მოწყობილ კონფერენციას, რომელზეც ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი და წევრი ქვეყნების ბევრი მაღალი დონის თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი და ამ კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ნატოში სწრაფი ინტეგრაციის დაწყება.აქციები იყო მრავალრიცხოვანი. გამოვიდა ათეულობით ათასი ყოფილი მებაჟე, საგადასახადოს თანამშრომელი, პოლიციელი, საჯერო მოხელე, რომლებიც ჩვენ მანამდე დავითხოვეთ, გამოვიდნენ კორუმპირებული ლექტორები, რომელთაც ჩვენ კორუფციის წყაროები გადავუკეტეთ, გამოვიდა უბრალოდ უკმაყოფილო ხალხი. მათი ლოზუნგები იყო საერთო, მაგალითად „დაგვიბრუნეთ ღირსება“ და არ იყო რაღაც ერთი კონკრეტული მოთხოვნა. ნათელი იყო რომ მიტინგები, მიტინგების გულისთვის იმართებოდა. თავიდანვე პატარკაციშვილი მივიდა აქციაზე და დაფიქსირდა როგორც მთავარი ლიდერი.თავიდან მიტინგებს ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, მაგრამ რამდენიმე დღეში როცა მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელსაც სამწუხაროდ წამოეგო ჯერ კიდევ გამოუცდელი ახლად შექმნილი პოლიცია. მოხდა შეტაკება დემონსტრანტებთან. პოლიცია არც სათანადოდ იყო აღჭურვილი, არც მომზადებული ასეთი მასშტაბისთვის.საბედნიეროდ არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდნენ, როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიციელები. ღიად გაისმა მოწოდება „სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის“ დამხობის, რაც გააჟღერა პატარკაციშვილმა.სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“. ჩვენ შევედით დიდ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ მე ვიპოვე, გამოვაცხადე რა ჩემი გადადგომა. საპრეზიდენტო ვადა ცალმხრივად შევიმცირე და დავნიშნე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „იმედი“ ისევ გაიხსნა და გააგრძელა ჩვენი ულმობელი კრიტიკა.ამასობაში პატარკაციშვილი ლონდონში შეხვდა პოლიციის გენერალ ერეკლე კოდუას და შესთავაზა მას შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მკვლელობა (ეს ყველაფერი კოდუამ ჩაიწერა და გაასაჯაროვა). ყველაფერი დამთავრდა ჩემს მიერ არჩევნებში 52%-ის აღებით და ძლივს, მაგრამ გამარჯვებით.2007 წლის ნოემბერი სხვა არაფერი იყო თუ არა რუსების მიერ 2003 წლის რევოლუციაზე მათი სიტყვებით რომ ვთქვათ „აბაროტის აღება“. მცდელობა საქართველოს განვითარების შეჩერების, ქვეყნის დისკრედიტაციის და წარმატების ისტორიის მოკვლის.სწორედ ამაზე „მასამართლებენ“ მე ახლაც, 19 წლის შემდეგ და ყველა ე.წ. პროცესზე ნათლად ჩნდება, რომ მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში ჩვენ სწორედ ვმოქმედებდით და მაშინ შევძელით საქართველოს გადარჩენა.ასევე ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კოტე კემულარია

პოლიტიკა • 1793649056

VIDEO: „იმედში შეჭრაზე პასუხისმგებლები არიან გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი და მოკითხეს კიდევაც, ორივე მოხვდა ციხეში“ - კოტე კემულარია

„იმედში შეჭრაზე პასუხისმგებლები არიან გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი და მოკითხეს კიდევაც, ორივე მოხვდა ციხეში...“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ირაკლი რუხაძე

სამართალი • 1789394042

"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე

საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის - მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე. მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს "იმედში" განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდებას ედავება. სააკაშვილთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა."მე ეს ჩვენება მიცემული მაქვს 2014 წელს, თუ არ ვცდები, მერე დავიკითხე 2016-ში. მე ვთქვი, რომ, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, მას დაეწყო ღრმა დეპრესია, რომლიდანაც გამოვიდა იგი და დაიწყო გამოსვლა დაახლოებით, ალბათ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაგრამ, ამ დროის განმავლობაში, მან დაკარგა ძალიან დიდი წონა, იყო ცუდად, არ დადიოდა ექიმთან, ვერ აიძულებდნენ, რომ ექიმთან წასულიყო და ამიტომ დაიძინა, ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ასე პირდაპირ ვერ დავაკავშირებ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ამას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა მის ცხოვრებაზე და მე მგონია, რომ ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი, რაც მოხდა და ის სიკვდილი... 52 წლის იყო ბადრი პატარკაციშვილი რომ გარდაიცვალა, და მერე ყველაფერი შეამოწმეს, ყველაფერი ნახეს და, რეალურად, მოკლული არ იყო და გარდაიცვალა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, მიიყვანა თავისი თავი ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა • 1779385370

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.„ნებისმიერი აქცია-მანიფესტაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველების მხრიდან აბსოლუტური ძალის გამოყენებას იწვევს,“ -აცხადებს დეპუტატი და განმარტავს, რომ საქართველოში წარსულში თავადაც გამხდარა აქციის ძალადობრივი დაშლის მსხვერპლი და აღნიშნავს, რომ 2012 წლამდე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანი მხოლოდ მოგვიანებით გახდა.“დანიის მაგალითი შეიძლება ითქვას, ამ მოცემულ მომენტში გამოგვადგება საილუსტრაციოდ, რათა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას და ვაჩვენოთ განსხვავება - რა არის რაიმეს აღკვეთა და რა არის დანაშაული, თუნდაც პოტენციური. რეალურად, ჩვენ არამხოლოდ დანიის, არამედ ამერიკაში მიმდინარე სტუდენტური აქციების დარბევებიც გვაქვს მაგალითად, ასევე საფრანგეთში „ყვითელ-ჟილეტიანების“ აქციები და ა.შ. ეს ქმედებები ყოველთვის იყო კამპანიური ხასიათის ხელისუფლებების მხრიდან. მეთოდებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი მთელ მსოფლიოში, რომ ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერ აქცია-მანიფესტაციაზე, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველი აბსოლუტურ ძალას იყენებს. ბრიუსელში, ამერიკაში ასეთი მეთოდებით პროტესტის აღკვეთა დემოკრატიის გამოვლინებად ითვლებოდა. დანიის მაგალითზე მახსენდება 15 ივნისი, როდესაც დაახლოებით 100 ახალგაზრდა, ყველა წესის დაცვით, ვკითხულობდით განცხადებას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქართული სასამართლოს დასკვნაც, ევროპამაც შეაფასა და დაზარალებულებად ვართ ცნობილი - თავს დაგვესხა პოლიცია. მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს. სამართლებრივად ასე გვქონდა გაწერილი, არავინ ხმას არ იღებდა, არანაირი მოწოდებები არ იყო. ვიდექით ახალგაზრდები და მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს, სადაც ეწერა: „ნუ დაგვდევთ სახლებთან, თუ დამნაშავეები ვართ, აქ ვდგავართ ახლა და მობრძანდით, გვითხარით, რომ ბრალი გვედება და ჩვენ თვითონ გამოგყვებით“. ამ ტექსტის წაკითხვაც არ დამამთავრებინეს, ვანო მერაბიშვილის პერიოდი იყო, და აბსოლუტური შტურმი მოგვიწყეს. ალყაში მოგვაქციეს და საშინელებები ჩაიდინეს. ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ადგილობრივ ტელევიზიებსა და ინტერნეტმედიებს კამერებიც კი წაართვეს. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. შემდეგ ქალბატონი ზღულაძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა აბსურდი, რაღაც ყურით მოთრეული მიზეზი მოიგონა, თითქოს ამის გამო გაგვისწორდნენ ასე. საბედნიეროდ, რამდენიმე კადრი შემორჩა და ამის საფუძველზე ევროპამ ძალიან მკაცრად შეაფასა ეს ფაქტი. მათ მაშინდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მხოლოდ 2013 წლის შემდეგ გვაღიარეს მსხვერპლად. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. ასე ამართლებდა ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობარი ელჩები, რომლებიც დღეს თურმე აღშფოთებულები არიან, როდესაც სახელმწიფო ლეგიტიმურ უფლებას იყენებს, ახლა ეს არადემოკრატიულია. მაშინ არც ერთის ხმა არ გაგვიგია და ასეა ახლა დანიაშიც. ამიტომ ვამბობ, არსებობს რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებასავით, კულისებში დაწერილი რეკომენდაციები და პოლიტკონიუქტურა, რომელსაც თუ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“ - ოღონდ იმ პირობით, რომ იმ პოლიტკონიუქტურაზე უნდა იყო დამოკიდებული, რასაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, საიდანაც იმართებიან ის მარიონეტები, რომელთა ერთი ფილიალიც 26 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.         

სააკაშვილი

პოლიტიკა • 1777287907

მიხეილ სააკაშვილი: ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა, ჩემი დაკნინების ხარჯზე თვითდამკვიდრება შედეგს არავის მოუტანს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს.„გაგდებით თუ გემუქრებიან, მაშინ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ. მე აქ თქვენთვის მოვდივარ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციაც შეცდომას უშვებს – რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს. ივანიშვილი უნდა პასუხობდეს მათ და არა პირიქით. ოპოზიციამ უნდა გადოს ხიდი ხალხთან, ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი. წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ ბენზინის ფასი დაიწევდა, მათ კი გააძვირეს, რაც აისახა სხვა პროდუქტებზეც. ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ საწვავზე აქციზის განახევრება. დენის ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ კორუფციაში ვიხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე აქ ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტში ფულს იპარავს.​გამიხარდება, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და შემტევი, მაგრამ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე შედეგს არავის მოუტანს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია – თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები. ვინც მე მაკრიტიკებს, მათი 90 პროცენტი ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ზოგი – მთავრობაშიც. როგორ გამოდის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ისინი – მომავლის? არის ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე, ჩავაცვი და იმან გამხადა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. საჭიროა გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ბევრმა გადადო თავი, ციხეში მოხვდა, მათ პატივს ვცემ და ეს უნდა გვესმოდეს.ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და დენის ფასს ზრდის. აქ იმიტომ მოვიდა, რომ ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. სიმბოლურად სჭირდებათ, დაგვანახონ, რამხელა არსება ყოფილა მათ გვერდით. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე. მინდა, ყველას გავუწოდოთ ხელი, დავუდგეთ გვერდით და ვიყოთ ხალხზე ორიენტირებული. საკუთარი მხრებით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ აიღებს „ქოცების“ ხმებს – 2018 და 2021 წლებში ავიღეთ „ქოცების“ ხმები. ეს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების ხმები არ ყოფილა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა ზურაბიშვილს, რომ მაშინდელი პოზიციები მცდარი იყო.„ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც არჩევნები მინდა. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა: კარგი იქნებოდა, ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი. 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვის სიტყვები გაიმეორა ზურაბიშვილმა – არ შეიძლება, საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში დაადანაშაულო. 20 ივნისს, როცა ბავშვებს თვალები დასთხარეს, სალომე ლობიოს ჭამდა. ქალბატონო სალომე, მე თქვენ მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ, რომ მაშინდელი თქვენი პოზიციები მცდარი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, „ოპოზიციის ამოცანაა, გადავდოთ გვერდზე ყველანაირი ბოღმა და ერთმანეთის არგატანა“.„სანაიამ კარგად ახსნა ჩემი გორში წაქცევის და ტრამპის შემთხვევა. ამბობენ, სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი. ჩემს ხარჯზე თვითდამკვიდრებას და ქულების დაწერას ვინც გააგრძელებს, მას არანაირი მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1775738286

ლევან მაჭავარიანი: უკრაინაში ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა ხალხს

ზურაბ ადეიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, „ეს ყველაფერი მათივე ბუნებაზე მიუთითებს, როცა სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ასეთ პოზიციაზე დააწინაურეს“.„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარსულს, ეს ყველაფერი მათ ამორალურ ბუნებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი სამწუხაროა. აქამდეც ბევრი ასეთი დაწინაურება ვიხილეთ. თუნდაც მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს, ასევე სააკაშვილი, რომელიც გამოცხადებული კრიმინალია. უკრაინის ხელისუფლების მიმართ ამდენი პრეტენზია სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კონსტანტინე გამსახურდია

პოლიტიკა • 1762330285

აგ­ვის­ტოს ომ­ში სა­ქარ­თვე­ლომ არა თუ და­იბ­რუ­ნა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტორი­ე­ბი, არა­მედ დაკარგა კოდორის ხეობა, რა­ზეც პასუხისმგებლობა უნ­და და­ე­კის­როს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - კონსტანტინე გამსახურდია ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ამჟამად ოპოზიციონერი აქტივის, ლეილა ცომაიას მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს.წერილში, ლეილა ცომაია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალეულობაზე და წერს, რომ "აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა".ამავე დროს, ცომაია აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომში საქართველომ არათუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს."რამდენადაც ქ-ნი ლეილა ცომაია კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უინტერესო არ იქნებოდა მისი ამ წერილის გაცნობა 2008 წლის აგვისტოს ომზე"განმათავისუფლებელი"2008 წ. 18 სექტემბერი7-23 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხანგრძლივმოქმედი კოლაფსი და საყოველთაო კატასტროფა მოუტანა ქართველს ერს. ამ ქარიშხალივით თავსდატეხილმა ომმა თავზარდამცემად გააშიშვლა ილუზიონისტ-პოლიტიკანის,მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ვნებანი – თავს მოეხვია წასაგებად განწირული ომი, რისთვისაც მან დროც, თავისი “დიდი მასწავლებლის” – შევარდნაძის მსგავსად, აგვისტო შეარჩია, როდესაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია სამხრეთელი ქართველების შრომისა და ბრძოლის უნარიც, რომ არაფერი ვთქვათ ბაქი-ბუქა პრეზიდენტის “სამხედრო ძლიერების” ბლეფზე. ემზადებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ამ საპასუხისმგებლო ომისათვის? დიახ, ემზადებოდა! 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 179 ხმით მიიღო დადგენილება რუსი “სამშვიდობო ჯარების” ცხინვალის მხარიდან გაყვანის შესახებ (მანამდეც არსებობდა რიგი დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით) და 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, თუმცა, ოპოზიცია ითხოვდა ამ ხელშეკრულების სრულ დენონსაციას.ყოველწლიურად იზრდებოდა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტი და ჯარის რიცხვითი რაოდენობა (იგი, საბოლოოდ 2008 წლის 15 ივლისის პარლამენტის დადგენილებით, 37000-ით განისაზღვრა).2007 წლის ბოლო თვეებში, სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მზადების შესახებ და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული აქტის ჩაშლა მთლიანად ოპოზიციის მიერ ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშლას ბრალდებოდა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მთავარი პირობა, მომავალ საპრეზიდენტო ვადაში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყო. ამგვარი აღმშენებლური ამბიციები (გახსოვთ, ალბათ, მან ორივე საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო) მას პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც გააჩნდა და ცხინვალის რეგიონში “ძლევამოსილი შესვლის” რეალური მცდელობაც ჰქონდა (2004 წ. ივნისი და აგვისტო-სექტემბერი). ამ ავანტიურისტული სულისკვეთებითა და პარანოიდული ჟინით გამოსტაცა ხელიდან დაუმორჩილებელ თავდაცვის მინისტრ ირ. ოქრუაშვილს (რომელიც მტკიცე შემართებითა და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს იგი ცხინვალში შეხვდებოდა) შიდა ქართლის საქართველოსთვის დაბრუნების შედარებით რეალური ინიციატივა, რისთვისაც მას გააფთრებით შეებრძოლა – 2006 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო 2007 წლის 27 სექტემბერს, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, 10 მილიონი ლარი გირაოს სახით გამოსძალა, საქართველოდან განდევნა (მას საფრანგეთის ვიზა და გერმანიის ბილეთი საპატიმროში მიუტანეს) და ემიგრაციაშიც მასზე სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ნაცვლად კი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სრულიად უსახური და არაჯანსაღი ჰაბიტუსის (გავრცელებული ხმებით იგი მორფინისტია) პიროვნება დავით კეზერაშვილი აღაზევა.ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს ერთი დღითაც კი არ ჩაუცვამს სამხედრო ფორმა და არც ნირი შეცვლია, არამედ მას და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისაგან სრულიად დაუცველი ადამიანები, სრულად წყდებოდნენ ოჯახები და სისხლიდან იწრიტებოდა საქართველო. ჩვენი ქვეყნის ეს ორი უმაღლესი ხელისუფალი კი სასოწარკვეთილ, დაბნეულ გაოგნებულ ხალხს, პარლამენტის წინ მიტინგებზე უხმობდნენ და იმედისა და რაიმე გონივრული სტრატეგიის ნაცვლად ხელში დროშებს აჩეჩებდნენ, მათ წინაშე ბაქი-ბუქობდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ. უმაღლესი მთავარსარდლისა და პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარ არაადექვატურ ქმედებებს, ბარბაროსი მტრის თბილისში შემოჭრის მცდელობამ უცვალა ნირი. აი, მაშინ კი დამფრთხალ-დამდუღრული სახით გამოვიდა დავით ბაქრაძე და ტელევიზიით განგვიცხადა: ყველამ საკუთარი შესაძლებლობებით დაიცავით თავიო და პრეზიდენტ-მთავარსარდლის დანაბარებიც გადმოგვცა: მშვიდად შეხვდით განსაცდელს, გარეთ არ გამოხვიდეთ, თუ მტერი სახლებში შემოგეჭრათ ხელები არ გაანძრიოთო, ანუ მტერს ხელებაწეული და დაჩოქილი შეხვდითო. თავად ბაქრაძეს კი სახეზე აშკარად ეწერა გაქცევის მზადება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ-მთავარსარდალთან ერთად.დიახ, ეს მუხანათური გადაწყვეტილება ბაქრაძის ჩამქრალ გასაიდუმლოებულ მზერაში აშკარად ბუდობდა. ხელისუფლებას არაოფიციალურად ჩამოცილებული იყო სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ლადო გურგენიძე, რომელიც, ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა სახელისუფლო ავანსცენაზე და იგი მხოლოდ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გამოჩნდა მოკრძალებული საქმიანობით – კაბინეტური შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ჯარისკაცს,რომლებმაც გვითხრეს, რომ მათ ბოლო ორის თვის განმავლობაში, ყოველ დღე ემზადებოდნენ ცხინვალში შესასვლედად, მათ იცოდნენ, რომ უნდა ებრძოლათ შიდა ქართლის დასაბრუნებლად.(ჩვენ მათ სახელებსა და გვარებს და დისლოკაციის ადგილებს შეგნებულად არ ვასახელებთ).ომიდან გამოსული, გადარჩენილი ჯარისკაცები კი გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი და თვით ავტომატებიც კი, უიარაღო ბიჭები, ბრძოლის ჟინჩაკლული იღუპებოდნენო.მაგალითად, ვაზიანის 700-კაციან ბატალიონიდან მხოლოდ 300 ჯარისკაცი გადარჩენილა.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა, ბლეფად აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყბადაღებული და რეკლამირებული ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სიძლიერე და ნათლად წარმოაჩინა თავზარდამცემი რეალობა: საერთოდ არ გვყოლია სამხედრო ავიაცია, არ გვქონია არანაირი საზენიტო დანადგარები, ხუხულა ყოფილა სანავიგაციო სისტემა, არ გვყოლია არანაირი დაზვერვა, არ გვქონია საკმარისი ავტომატები და ტყვია-წამლებიც კი, ეს ყოველივე მაშინ, როცა ქვეყნის სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტი ორჯერ აღემატება სამოქალაქო ბიუჯეტს, ხოლო ჯარისკაცების წვრთნა და სამხედრო მომზადება მხოლოდ რეკლამისთვის განკუთვნილი მოკლემეტრაჟიანი კინოსერიალები ყოფილა.მთელი ომის განმავლობაში გულისმომკვლელად და აღმაშფოთებლად მწირი იყო ინფორმაციები ომის მსვლელობისა და მდგომარეობის შესახებ. სააკაშვილის მიერ მონოპოლიზირებულ ტელევიზიებში აშკარად იგრძნობოდა მკაცრი სახელმწიფო ცენზურა, მაშინ, როდესაც დღევანდელი ტექნიკური პროგრესის პირობებში სრულიად შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლიაცია საომარი მოქმედებებისა. ასე იყო ერაყის ომის, იუგოსლავიის და თვით ჩეჩნეთის ომის დროსაც. ჩვენ კი მხოლოდ უცხოური ტელეკომპანიების მოიმედენი ვიყავით, რომ ის ინფორმაციები მაინც მიგვეღო, რასაც ეს ტელეკომპანიები ავრცელებდნენ საინფორმაციო მეტრაჟით. ქართველ ჟურნალისტებს, ვითომდაც მათი უსაფრთხოების მიზნით ომის მოქმედების ზონებში არ უშვებდნენ. შესაბამისად არაფერი ვიცით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, რა სამხედრო ტექნიკით, როგორი განლაგებით, საერთოდ იყო თუ არა ომის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ტელეეკრანზე მხოლოდ 17 აგვისტოს გამოჩნდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სად იყო და როგორ მოქმედებდა ჩვენი გენერალიტეტი, უშიშრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საზღვრის დეპარტამენტის უფროსი ბიწაძე, რომლებიც ერთიანად გამქრალი იყვნენ არეალიდან. ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვესმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ორწუთიან ბრიფინგებზე გაჟღერებული ქართველი მეომრების გმირობებზე, თავგანწირვაზე და ქართველი მეომრების მიერ ჩამოგდებულ 30-მდე ოკუპანტების თვითმფრინავზე, მაშინ, როცა დღემდე არ არსებობს არც ერთის დამადასტურებელი კადრი. ომის შედეგი კი კატასტროფულია, როგორც ფიზიკური სამხედრო ძალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით ასევე ნგრევის მასშტაბებით, რითაც ეს ომი დიდად გასცდა 1992-93 წ. წ. აფხაზეთის ლოკალურ ომს.დღეს ჩვენ ორკვირიანი ომის შედეგად გვყავს 130 000-მდე დევნილი, 20 000-ზე მეტი დაღუპული (თუმცა ოფიციალური ხელისუფლება ამ ციფრს 2 000-მდე ამცირებს). გადამწვარ-გადაბუგულია თითქმის მთელი საქართველოს ტყე-პარკი და მინდვრები, სრულიად დანგრეული, გაძარცული და გაჩანაგებულია სამხედრო და თვით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, აფეთქებულია სარკინიგზო ხიდები და ა. შ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ავიაგამანადგურებლებით თბილისშიც შემოაღწია და მოიცვა სრულიად საქართველო, რუსმა ოკუპანტებმა ყველგან ჩვეული მაოხრებული კვალი დატოვეს.პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აშკარაა მცდელობა ტაბუ დაადოს და მიჩქმალოს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) საკითხი, რომლის ტერიტორია ჩვენ, ამ ომის შედეგად დავკარგეთ და იქ დღეს საქართველოს დროშების ნაცვლად აფსუა სეპარატისტების დროშა ფრიალებს. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრატეგიული ხეობის შესანარჩუნებლად მაინც გადაგვესროლა მთელი ძალები, სეპარატისტებსა და ოკუპანტებს ხეობა, თითქმის უბრძოლველად დავუთმეთ, საიდანაც, აგრეთვე გვყავს დევნილები.აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა, ბლეფად აქცია ჩვენი, ვითომცდა “ევროპული სტანდარტების შესაბამისი, “სამხედრო ძლიერება”. ამ მხრივ სულაც არ გვქონია მნიშვნელოვანი პროგრესი შევარდნაძისეულ თავდაცვისუნარიანობასთან, ხოლო საჰაერო თავდაცვა კვლავ არ გასცილებია დავით თევზაძის ლაკატკის დონეს. საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისადმი პასუხისმგებლობის ხარისხიც შევარდნაძის დონის იდენტური აღმოჩნდა; ისევე როგორც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა მოახდინა საომარი კონფლიქტს ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაშინ, როცა სეპარატისტების ლიდერმა, ომის დაწყებამდე მზრუნველად გახიზნა ოსი მოსახლეობა და ეს პროცესი არ ყოფილა გასაიდუმლოებული თუ დახურული, არამედ იყო საჯარო. სააკაშვილმა, როგორც 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, იცოდა, რომ რუსეთი ემზადებოდა აგვისტოს ომისათვის და ამის შესახებ აფრთხილებდა კიდეც მსოფლიოს, მაგრამ ევროპამაც, დასავლეთმაც და ამერიკამაც წაუყრუეს. მათ ამგვარი ყრუდქმნილი მდგომარეობა შეინარჩუნეს ომის დაწყებისა და მსვლელობის თითქმის ოთხი დღის განმავლობაში ანუ, სანამ მთლიანად არ დაიბომბა შიდა ქართლის ტერიტორიები და არ ამოხოცეს ქართველი მოსახლეობა და ქართული ჯარი.საქართველო იქცა რუსეთ-ამერიკის ბრძოლის ველად და ამ ომში დამარცხდა, როგორც საქართველო, ასევე რუსეთიც, რომელსაც ამერიკამ “დუმილის პოლიტიკით” თავისივე დადგმულ ხაფანგში გააყოფინა თავი, რითაც მსოფლიოსათვის საშიშ აგრესორად წარმოაჩინა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და, პერსპექტივაში, სახელმწიფოეობრივად დაასუსტა იგი.ნიშანდობლივი იყო, რომ სააკაშვილი, რუსი ოკუპანტების შეფასებისას ისტორიულ პარალელს განუხრელად ავლებდა მხოლოდ 1921 წლის ანექსია ოკუპაციის ფაქტთან და არამც და არამც გაკვრითაც არ ახსენებდა 1991-92-93 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია-ანექსიის ფაქტს, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამხედრო ძალით დამხობა იყო მსოფლიო შეთქმულების შედეგი და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, როგორც დასავლეთი და ევროპა, ასევე ამერიკაც და რუსეთიც. სააკაშვილს კი არ სურს დაუპირისპირდეს, დღეს უკვე თავის პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს, ანუ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდის ხსნებით სააკაშვილს არ სურს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზ-შედეგობრივი კვანძის გახსნა, რომელსაც უფრთხის მსოფლიოც. ეს ტაბუდადებული ისტორიული მონაკვეთია, რომელშიც მნიშვნელოვანია კვარცხლბეკის ფაქტორიც.ზვიად გამსახურდია (შევარდნაძისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით) ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო. სააკაშვილის მკრეხელური მცდელობა, რომ თითქოს – “დღევანდელი საქართველოსა და ქართველების გმირობამ პირველად, საქართველოს ისტორიაში აღაფრთოვანა მსოფლიო”, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ფასეულობების დევალვაცია.თბილისი კი, რუსი ოკუპანტების შემოსევებისაგან ჭეშმარიტად იხსნა მართლმადიდებელი მრევლის ერთობლივმა გულითადმა ლოცვებმა, რომლებსაც ისინი თავიანთ წინამძღვრებთან ერთად ღამისთევით აღავლენდნენ ეკლესიებში. სასწაულთმოქმედი ხატებით ეწყობოდა მლოცველთა მსვლელობები მთელ თბილისში, მრავალრიცხოვანი მრევლის მიერ, ომის დაწყებამდე და ომის პერიოდშიც. ასევე ღვთის ნებითა და წყალობით იყო საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლაც, რომ რუს ოკუპანტებს ხელი აეღოთ თბილისში შეჭრის განზრახვისაგან, შეეწყვიტათ ომი და დაეწყოთ გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი – კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს. (ლ. ცომაია)“ – ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა • 1759346767

VIDEO: „ვანო მერაბიშვილის გეგმა ,,ორი გვამი მინდა" ხომ გახსოვთ?! ესენი ძალაუფლების აღების მექანიზმად თვლიან ერთადერთ აი ამ გზას...“ - ნანა კაკაბაძე

„ვანო მერაბიშვილის გეგმა ,,ორი გვამი მინდა" ხომ გახსოვთ?! ესენი ძალაუფლების აღების მექანიზმად თვლიან ერთადერთ აი ამ გზას...“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

გამოძიება

სამართალი • 1758477855

გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულების ადგილი არა რუსეთის ფედერაცია, არამედ თბილისის ცენტრი იყო - სად აპირებდნენ „ჰექსოგენის“ აფეთქებას რეალურად

ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი "კურიერი P.S.-ს" იმ საშიშ ნივთიერებაზე ესაუბრა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოიღო. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი - ამ მარშრუტით, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს საზღვარი სარფის გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. სატრანსპორტო საშუალება უკრაინული გადამზიდი კომპანია “ავა ტრანსის“ საკუთრებაა. ოფიციალურად, მას მცხეთაში მდებარე ლუდის ქარხნისთვის ალუმინის საცობები გადაჰქონდა, თუმცა სპეციალურ სამალავში ინახებოდა ნივთიერება, რომელსაც, აფეთქების შემთხვევაში, უზარმაზარი ზიანის გამოწვევა შეეძლო.ნივთიერება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, მცირე მექანიკური ზემოქმედებითაც კი შეიძლება ამოქმედებულიყო, საზღვრის გადმოკვეთიდან მალევე, ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს. იქვე დააკავეს სატვირთო ავტომობილის მძღოლი და უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც "ჰექსოგენი" აჭარიდან თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტანა. "რუსთავი2-ის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებაში ბრალდებული მძღოლი ადასტურებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, საქართველოში ჩამოსატანად, მას უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს. ასახელებს კონკრეტულ სახელსაც.გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულების ადგილი არა რუსეთის ფედერაცია, არამედ თბილისის ცენტრი იყო. გამოძიების მასალებში ნახსენებია ავლაბრის ტერიტორია. აქ ორ კილოგრამ-ნახევარი მოცულობის "ჰექსოგენის" აფეთქებას შესაძლოა უდიდესი ზიანი მოეტანა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური დანაკარგის მხრივ.იმას, რომ უკრაინიდან შემოტანილი "ჰექსოგენის" საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, არც ბრალდებულის ინტერესების დამცველი გამორიცხავს. მიხაილო სკრუპსკის ადვოკატი ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა არ იცის, რეალურად, სად იგეგმებოდა აფეთქება. უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც "ჰექსოგენი" ბათუმიდან თბილისში უნდა ჩაეტანა, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება სახიფათო პროვოკაციაა მმართველი გუნდისთვის. საქართველოს ხელისუფლება კიევიდან განმარტებებს ელოდება. მათ შორის, პასუხს კითხვაზე - თუ რა მიზნით შემოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეებმა "ტროტილზე" უფრო ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი?სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს დაგეგმილ დანაშაულთან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირსაც. მათ შორის, გაჟღერდა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელი, რომელიც ახლა უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანია. საქართველოში ის ამ დრომდეც რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე თბილისის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სამიზნე გადარჩა, მთავარი ფიგურანტი დარჩო ხეჩუაშვილი კი ქვეყნიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს და, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის, ციხეში გაუშვეს. ბრალდებულმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერის ლიკვიდაციის ბრძანება უკრაინიდან მიიღო. დაასახელა გია ლორთქიფანიძის გვარიც.გია ლორთქიფანიძე და უკრაინული სცენარი გამოიკვეთა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის დროსაც. ამჯერადაც, გეგმა წინასაარჩევნო პერიოდზე იყო გათვლილი და ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება უნდა მოეხდინა. ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მალულად, სატვირთო კონტეინერით შემოიყვანეს, თუმცა ის დააკავეს და ამჯერადაც სასჯელს იხდის. 

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1757768170

ლევან მაჭავარიანი „ჰექსოგენის“ საქმეზე: უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს მაღალ პოზიციაზეა უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა „ჰექსოგენის“ საქმეზე და განაცხადა, რომ არავისთვის არ იქნებოდა გასაკვირი აღნიშნულ საქმეში კვლავ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.მაჭავარიანის განცხადებით, „ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად.“ „ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოადგილე გახლდათ და დღეს იკავებს ძალიან მაღალ პოზიციას, უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.        

✕