მანანა მენაბდე

საზოგადოება 1756986780

მანანა მენაბდე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მანანა მენაბდე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი თუმანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა.მანანა მენაბდე, მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში დაიბადა, წერდა და ასრულებდა სიმღერებს და საზოგადოებას თავი საკუთარი განსხვავებული მუსიკალური ხელწერით დაამახსოვრა. მუსიკოსი 76 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა.

ცოტნე ნაჭყებია

საზოგადოება 1756838443

„მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა...“ - დღეს დაკრძალეს ბიჭი, რომელიც კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

28 წლის ცოტნე ნაჭყებია, რომელიც კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში დღეს დაკრძალეს.როგორც გაირკვა, ცოტნეს მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, მას რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა.შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა იგი გზაში გარდაიცვალა.

ოთარი

ტაბლოიდი 1756570449

„მთელი გუშინდელი დღე სპექტაკლი იყო... შენ ჩვენთან ხარ და არ ვიჯერებთ შენს არყოფნას“ – გიორგი გასვიანი ოთარ ქათამაძეს ემშვიდობება

42 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, ოთო ქათამაძე 28 აგვისტოს დაკრძალეს.მეგობრები ვერ იჯერებენ მის გარდაცვალებას და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებენ. მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ოთარ ქათამაძის მორიგი კადრი გააზიარა და დაწერა:მთელი გუშინდელი დღე სპექტაკლი იყო, თეატრი… შენ ჩვენთან ხარ და არ ვიჯერებთ შენს არყოფნას… შენი იუმორი და შენი ლაღი ბუნება გვეხმარება ამაში“, – წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი.

მამუკა ჩცარკვიანი

ტაბლოიდი 1756479136

„შენი სახლი უშენოდ ძალიან გაუსაძლისი აღმოჩნდა, შენი ხუმრობის და სიმღერის გარეშე…“ – ხათუნა ჭავჭანიძე მამუკა ჩარკვიანზე

მუსიკოსსა და ავტორ-შემსრულებელს, მამუკა ჩარკვიანს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 20 აგვისტოს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში მეგობარი, მომღერალი ხათუნა ჭავჭანიძე სტატუსს უძღვნის.ხათუნა ჭავჭანიძე არქივიდან მამუკა ჩარკვიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:„ვიხსენებ ლამაზ დღეებს, მამუკა. შენი სახლი უშენოდ ძალიან გაუსაძლისი აღმოჩნდა დღეს. შენი ხუმრობის და სიმღერის გარეშე. ბევრი ხალხი და ამ დროს დიდი სიცარიელე“, – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში.ცნობისათვის, მამუკა ჩარკვიანი 24 აგვისტოს დაკრძალეს. მუსიკოსი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.

მარიამობა

საზოგადოება 1756324845

დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი: ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო.საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

პატრიარქი

საზოგადოება 1756046649

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამწიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი, - დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი...მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის, ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი21 აგვისტოს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჩარკვიანი

საზოგადოება 1756045569

მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. კომპოზიტორი და მომღერალი უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან გააცილეს, სადაც მის ხსოვნას პატივი საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა სახემ მიაგო.სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.მამუკა ჩარკვიანი საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებდა. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

მამუკა ჩარკვიანი

საზოგადოება 1756044113

მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

 მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. კომპოზიტორი და მომღერალი უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან გააცილეს, სადაც მის ხსოვნას პატივი საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა სახემ მიაგო.სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.მამუკა ჩარკვიანი საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებდა. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

მამუკა ჩარკვიანი

საზოგადოება 1756033060

მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

 მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მუსიკოსი და კომპოზიტორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. იქამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ.ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე.მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლევან გაჩეჩილაძე

საზოგადოება 1755968778

ილია მეორე ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა! მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია. მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა. ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე, როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით… ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმარში. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. ის 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.

ლევან გაჩეჩილაძე

ტაბლოიდი 1755968664

„მადლობა იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაიღე“ - ზურა ხაჩიძე ლევან გაჩეჩილაძეს ემშვიდობება

ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ლევან გაჩეჩილაძეს დღეს, 23 აგვისტოს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეგობარს ემშვიდობება:„მადლობა იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის ლევან, რაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაიღე, ყოველთვის გვემახსოვრები! შეხვედრამდე…“, - წერს ზურა ხაჩიძე.ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ლევან გაჩეჩილაძე

საზოგადოება 1755954360

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეება.ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.