სასაზღვრო პოლიცია

სამართალი • 1790761380

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1790756748

დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა - აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს. მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს. „საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა. საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა ხდება საფრანგეთში. მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს. მათი მოთხოვნა არ არის რაღაც განსაკუთრებული მათ უბრალოდ ხარისხიანი განათლება და ნორმალური სასწავლო გარემო სურთ.სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს, განათლებაზე თანაბარი წვდომა და ღირსეული პირობები უზრუნველყოს. მაგრამ როდესაც მოსწავლეები ამ პრობლემებზე პროტესტს გამოთქვამენ, საფრანგეთის ხელისუფლების პასუხი არის პოლიცია, ცრემლსადენი გაზი და დაკავებები, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება. რა თქმა უნდა, პროტესტის დროს ძალადობა, პოლიციაზე თავდასხმა ან ქონების განადგურება დანაშაულია და ეს ცალკე სამართლებრივი საკითხია, მაგრამ ვერ პასუხობს, მთავარ კითხვას. რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ქვეყანაში განათლების პრობლემებზე პროტესტის მონაწილე ბავშვების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება გახდა საჭირო? აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს. საფრანგეთის ხელისუფლებას ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ მოქალაქეებს, უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება და შემდეგ ასწავლონ სხვებს დემოკრატია. რადგან დემოკრატია მხოლოდ სიტყვა და საერთაშორისო ტრიბუნიდან წაკითხული ლექცია არ არის. დემოკრატია პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების წინაშე.“ - წერს ჩიხელიძე.

 შსს

სამართალი • 1790749639

სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, თანხის დროებით გადაცემას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.„აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა დაზარალებულთა კუთვნილი თანხა მიიღეს, თუმცა არ გადაიხადეს შეთანხმებული სარგებელი, ასევე მოქალაქეებს არ დაუბრუნეს ძირითადი თანხა.ბრალდებულთა უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაკავება

კრიმინალი • 1790624858

ვინ არის მეტსახელად „წრიპა“, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადებისთვის წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ სამი წევრი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე კურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, ბრალი საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ორი დაკავებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ერთ ადამიანზე შურისძიებას გეგმავდა და მისი მკვლელობა გადაწყვიტა. მათ მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი, საზღვარგარეთ მყოფ ალექსანდრე კურასბედიანთან შეათანხმეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის განსახორციელებლად ბრალდებულებმა გურიიდან ერთი პირი ჩამოიყვანეს და დაკავების შემთხვევაში მისთვის ციხეში მფარველობის გაწევას დაჰპირდნენ. მათ ასევე შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს სავარაუდო მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტები, შეარჩიეს სამალავი და დანაშაულის დაფარვის გეგმა მოამზადეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენამდე დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ისინი „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის, „ქურდულ სამყაროში“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.საქმე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს.

გატაცება

მსოფლიო • 1790600100

ეჭვიანმა ქალმა ქმრის ძმაკაცი გაიტაცა - რუსეთში მომხდარი უჩვეულო ინციდენტის დეტალები

მოსკოველმა ქალმა ქმრის მეგობარი უკანონოდ დააკავა, რათა მამაკაცებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეეწყვიტათ. ამისთვის მან ინტერნეტის საშუალებით ოთხი თანამზრახველი მოძებნა და ბინა წინასწარ იქირავა, - ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.გამოძიების ვერსიით, ქალს ქმრის მეგობრის მიმართ პირადი ანტიპათია ჰქონდა და მისი ქმრისგან ჩამოშორება სურდა.გეგმის განსახორციელებლად ერთ-ერთ თანამზრახველ ქალს მამაკაცთან სოციალურ ქსელში გაცნობა და მისი ნდობის მოპოვება დაავალეს.18 სექტემბერს მან დაზარალებული ტვერსკაიას ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში შეხვედრაზე მიიწვია.როდესაც მამაკაცი ბინაში მივიდა, კარი ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ იქ ორგანიზატორი ქალი და ჯგუფის სხვა წევრებიც მივიდნენ.გამოძიების ინფორმაციით, თანამზრახველებმა თავი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად წარადგინეს, მამაკაცს ხელბორკილები დაადეს, ტელეფონი წაართვეს და ბინის დატოვების უფლება არ მისცეს.მამაკაცი ბინაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული.ქმრის მეგობარს თავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ აღუდგინეს, რაც მან პირობა დადო, რომ ორგანიზატორი ქალის მეუღლესთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებდა.გამომძიებლებმა ქალი და მისი სამი სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს.მათ ბრალი წაუყენეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, იარაღად გამოყენებული საგნების გამოყენებით ჩადენილ უკანონო თავისუფლების აღკვეთაში.კიდევ ერთ სავარაუდო თანამზრახველს სამართალდამცველები ამჟამად ეძებენ.საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1790590320

სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ვიდეომასალას.სხდომას ესწრება ირაკლი ჩიხლაძე.ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

დაკავება

სამართალი • 1790496035

პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე „კანაფი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისშემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკულისაშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირიდააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს დასპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6კილოგრამი მცენარე „კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვაზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით „მარიხუანა” ამოიღეს.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვისსაჭირო მასალები და ფულადი თანხა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმამუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

პოლიცია

სამართალი • 1790495922

შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი ბინების გაქურდვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორისრაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა დანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულშიმრავალჯერ ნასამართლევი  პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს გორში მდებარერამდენიმე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდდაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინესდა ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად,მოქალაქეთა კუთვნილი ნაქურდალი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებადამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

სამართალი • 1790404438

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეფბიაი

სამართალი • 1790345997

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის, FBI კი ტერორიზმში ბრალდებული პირის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებას ეხმაურება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) კი ტერორიზმში ბრალდებული პირის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებას ეხმაურება.FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.ინფორმაციის თანახმად, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშრომლობისა და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

 შსს

სამართალი • 1790320662

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

სამართალი • 1790319438

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით, შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტითა და ნებართვით. ასევე, მან დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა.დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს. პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕