კვარა

სპორტი • 1790973829

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

მამარდა

სპორტი • 1790017397

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 21 სექტემბერს შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო, მათ შორის: დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი – უკრაინას. 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა“, საქართველო).მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი“, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი“, თურქეთი).ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).მატჩების განრიგი:25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – უკრაინა2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი – საქართველო5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო 1TVSPORT 

 სანიოლი

სპორტი • 1789641551

ცნობილია ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის

ცნობილია ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის:GK: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძეDF: ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ჯემალ ტაბიძეMF: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ირაკლი იეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი აბუაშვილიST: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგუა25 სექტემბერი: საქართველოVSჩრდ. ირლანდია28 სექტემბერი: საქართველოVSუკრაინა2 ოქტომბერი: უნგრეთიVSსაქართველო5 ოქტომბერი: ჩრდ. ირლანდიაVSსაქართველო

გიორგი ქოჩორაშვილი

სპორტი • 1787312516

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში ჩაფრინდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ „სევილია“ ოფიციალურად წარადგენს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე ინფორმაციას GEO Team-ი ავრცელებს.ქოჩორაშვილის „სევილიაში“ ტრანსფერს ესპანური გამოცემებიც გამოეხმაურნენ.„გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიის“ ფეხბურთელია. იგი უკვე ესპანეთშია და კლუბის ოფისში ტრადიციული ფოტოსესიისთვის ემზადება“, – ეს გამოცემა Informe Morrocotudo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.ესპანური ინტერნეტპორტალი Zona Mixta კი ამტკიცებს, რომ ქოჩორაშვილის დებიუტი, შესაძლოა, 22 აგვისტოს „ბილბაოსთან“ მატჩში შედგეს.„„სევილიამ“ „სპორტინგთან“ კონტრაქტის ყველა დეტალი მოაგვარა და გიორგი ქოჩორაშვილი კლუბის მერვე შენაძენი გახდება. ქართელი ფეხბურთელი უკვე ესპანეთშია. შესაძლოა, მისი დებიუტი „ბილბაოსთან“ მატჩში შედეგს“, –  ამტკიცებს გამოცემა.ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურის მატჩი „სევილიასა“ და „ბილბაოს“ შორის ბილბაოში 22 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საბა საზონოვი

სპორტი • 1785499466

საბა საზონოვი „ხეტაფეში“ ითამაშებს

იმ დროს, როდესაც ქართველი გულშემატკივარი „ხეტაფეში“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ელოდა, ესპანურ კლუბში საბა საზონოვი გადავიდა – ინფორმაციას 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ი ავრცელებს.საფეხბურთო პორტალის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ლა ლიგის გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.24 წლის მცველმა ესპანურ კლუბთან ხელშეკრულებას ოფციონის სისტემით (1+1) მოაწერა ხელი და „ტორინოში“ გაცდენილი ორი სეზონის შემდეგ კარიერის გადატვირთვას შეეცდება.

გიორგი ქოჩორაშვილი

სპორტი • 1785421287

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ „ხეტაფეში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.გიორგი გასულ სეზონში პორტუგალიური „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩს „ხეტაფე“ 15 აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე „ალავესი“ იქნება.1TVSPORT 

ქოჩორაშვილი

სპორტი • 1785133860

ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია - ქოჩორაშვილი სპორტინგის დასატოვებლად ემზადება

გავლენიანი პორტუგალიური წყაროები გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც ცნობილი ხდება, სპორტინგი და ხეტაფე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, რომლის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით გადავა.გიორგი ქოჩორაშვილი რომ სპორტინგის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ არაერთხელ დავწერეთ. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა ლა ლიგის წარმომადგენლებიც იჩენდნენ, მათ შორის ლევანტე და სელტა ვიგოც, თუმცა, როგორც ჩანს, ყველას ხეტაფემ აჯობა.ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, კლუბები ბოლო დეტალების შეთანხმებას მომდევნო კვირაში გეგმავენ, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ქოჩორაშვილის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ნაკრები

სპორტი • 1779267168

ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.საქართველოს ნაკრების შემადგენლობამეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)მატჩების განრიგი2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი

ქოჩორაშვილი

Crystalsport • 1775240400

სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა

გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. პორტუგალიური გამოცემის, Leonino-ს ინფორმაციით, „ლომები“ „ქოჩოს“ ზაფხულში გაყიდვის მომხრენი არიან და ქართველ ფეხბურთელს მსურველიც გამოუჩნდა.„ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებას მომგებიან ვარიანტად განიხილავს, მაგრამ სპორტინგის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ესპანურ კლუბს ნახევარმცველის გადაყვანა ნამდვილად სურს, მაგრამ 5.5 მილიონი ევროს გადახდას არ გეგმავს“, — წერს Leonino.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

გიორგი ქოჩორაშვილი

სპორტი • 1765798500

გიორგი ქოჩორაშვილი ევროპული ლიგების საუკეთესოთა ხუთეულშია

გიორგი ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით ევროპული ლიგების საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულშია – ინფორმაციას სტატისტიკური გვერდი DataMB ავრცელებს.გიორგიმ პორტუგალიის ჩემპიონატში „სპორტინგის“ 13 შეხვედრიდან მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, მათი ნაწილი კი – შეცვლაზე მიუხედავად ამისა, ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით პორტუგალიის ლიგაში საუკეთესოა, ტოპლიგებში კი – მეხუთე. მან ორთაბრძოლების 62.9 პროცენტი მოიგო.საუკეთესო ნახევარმცველები მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით:ჟორდი კლასი (ალკმაარი, 34 წლის) – 66.67%ელეს სხირი (ფრანკფურტი, 30) – 64.52%სანტიაგო კოლომბატო (ოვიედო, 28) – 64.39%მანდელა კეიტა (პარმა, 23) – 63.64%გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 26) – 62.9%

 ლევანტე იანვარში ქოჩორაშვილის დაბრუნებას გეგმავს

Crystalsport • 1765573707

„ლევანტე“ იანვარში ქოჩორაშვილის დაბრუნებას გეგმავს

ლისაბონის „სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით იმედგაცრუებულია და მზადაა იანვარში ქართველ ნახევარმცველს შეელიოს.ქოჩორაშვილის მიმართ პირველმა ინტერესი მისმა ყოფილმა კლუბმა „ლევანტემ“ გამოიჩინა, რომელიც მზადაა ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. ინფორმაციას ესპანური Sin Treguaავრცელებს.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/80199-levante-ianvarshi-kochorashvilis-dabrunebas-gegmavs 

ქოჩორა და ლუკა

სპორტი • 1763579239

„ლუკა იდგა და ტიროდა...“ - გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნაკრების პატარა გულშემატკივრის შესახებ წერს.„ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გულშემატკივართან მივედით და ცდილობდნენ ჩვენს გამხნევებას, თავიდან თავს ვიკავებდი რადგან ხშირად ეს სიტყვები ბოროტული ხდება, რადგან ცხელ გულზე ყველას გვერთმევა სწორად საუბრის უნარი, მაგრამ…ლუკამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. ის მარტოდმარტო იდგა და... ტიროდა ისეთი ემოციით, როგორიც მხოლოდ ბავშვის სისუფთავეს აქვს. გამახსენდა ჩემი ბავშვობა - როგორ მტკიოდა თითოეული წაგება, უსამართლობა, უსუსურობა. ხანდახან ტირილამდეც მივდიოდი...ამიტომ მივედი,მეკითხა რა იყო ამ ცრემლების მიზეზი.და მისმა პასუხმა გული ჩამიწყვიტა, თან მესიამოვნა. მოველოდი, რომ იტყოდა:„თქვენ წააგეთ და მეწყინა, ამიტომაც ვტირი“მაგრამ ლუკამ მითხრა: „იმიტომ ვტირი რომ ასე ახლოს დგახართ... და მიხარია, რომ თქვენ გხედავთ.“ეს სიტყვები გულზე მომხვდა, იქვე ერთ რამეს მიხვდი, ფეხბურთი მხოლოდ შედეგი არ არის.ზოგჯერ ბავშვები მოდიან მოედანზე არა იმისთვის, რომ მოვიგოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით იგრძნონ თავი, შეგვხედონ, ჩვენით იამაყონ, მოგვენდონ, ჩაგვეხუტონ.იმ ღამით ლუკამ მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ჩვენთვის არ არის - ჩვენ ვატარებთ ბავშვების ოცნებებს.წაგება? ბორკილი არაა.გამარჯვება? ერთადერთი მიზანი არაა.მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს.მადლობა ლუკა.მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ. თქვენი ცრემლები და თქვენი ღიმილი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი შედეგი.ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ერთად“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

✕