ფოტო

სპორტი • 1791233069

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა „უინძორ პარკზე“ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა – მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.წარმატებული სტარტის შემდეგ, მასპინძლებს ლიდერობის განმტკიცება სურდათ, „ჯვაროსნებს“ კი – საქმის გამოსწორება. რამაზ სვანაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ძირითადი შემადგენლობაც. საქართველოს  ნაკრების მწვრთნელმა სასტარტოში საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე დააყენა.პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, „ჯვაროსნების“ ყველაზე სახიფათო შეტევას ზურიკო დავითაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედო თამაშობდა.შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები აშკარად გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა,  მაგრამ გიორგი წიტაიშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიზანს ვერ მიაღწიეს. საქართველოს ნაკრების ორჯერ აშკარა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მამარდა და ელენე

ტაბლოიდი • 1790677620

გიორგი მამარდაშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა ფეხბურთელს დაბადების დღე მეუღლემ

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია.გიორგის მეუღლე მოდელი ელენე ეპიტაშვილია და წყვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც ენი ჰქვია. დღეს 29 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის დაბადების დღეა - ის 26 წლის გახდა. გიორგის დაბადების დღეს ულოცავს მეუღლე და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.„ვულოცავ დაბადების დღეს იმ ადამიანს, რომელიც მინდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს გვერდით იყოს“, - წერს ელენე ეპიტაშვილი.

მამარდაშვილი

სპორტი • 1790188553

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ - გიორგი მამარდაშვილი

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მამარდა

სპორტი • 1790017397

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 21 სექტემბერს შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო, მათ შორის: დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი – უკრაინას. 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა“, საქართველო).მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი“, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი“, თურქეთი).ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).მატჩების განრიგი:25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – უკრაინა2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი – საქართველო5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო 1TVSPORT 

 სანიოლი

სპორტი • 1789641551

ცნობილია ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის

ცნობილია ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის:GK: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძეDF: ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ჯემალ ტაბიძეMF: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ირაკლი იეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი აბუაშვილიST: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგუა25 სექტემბერი: საქართველოVSჩრდ. ირლანდია28 სექტემბერი: საქართველოVSუკრაინა2 ოქტომბერი: უნგრეთიVSსაქართველო5 ოქტომბერი: ჩრდ. ირლანდიაVSსაქართველო

ელენე ეპიტაშვილი

ტაბლოიდი • 1783342320

ელენე ეპიტაშვილი ზაფხულის დღეებს იტალიაში ატარებს - ფოტოები

გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია.მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, თუმცა მისი გამოჩენა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.ამჯერად ელენემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ ზაფხულის ცხელ დღეებს იტალიაში, კერძოდ კაპრიზე ატარებს.კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:

ნაკრები

სპორტი • 1779267168

ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.საქართველოს ნაკრების შემადგენლობამეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)მატჩების განრიგი2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი

მამარდა

Crystalsport • 1778350632

მამარდაშვილს ორი კარგი მოგერიება ჰქონდა - ლივერპული ჩელსის დაუზავდა

პრემიერლიგის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ქართველმა მეკარემ ტრავმა მოირჩინა და „მერსისაიდელთა“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.პირველ ტაიმში მან მარკ კუკურელიას და ენცო ფერნანდესის სახიფათო დარტყმა მოიგერია, მეორე ტაიმში კი „ლივერპულის“ დაცვა უფრო დამაჯერებელი იყო.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84059-mamardashvils-ori-kargi-mogerieba-hkonda---liverpuli-chelsis-dauzavda 

ელენ

ტაბლოიდი • 1778248320

ელენე ეპიტაშვილის უახლესი და შთამბეჭდავი კადრები - ფოტოები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში უახლეს ფოტოებს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ელენე ეპიტაშვილი აქტიურად უზაიარებს გამომწერებს საკუთარ ფოტოებს და ვიდოებს, რომელიც ყოველთვის დადებით შეფასებებს იმსახურებს.            View this post on Instagram                       A post shared by @elenneepp

მამარდა

სპორტი • 1777124580

მამარდაშვილი მომდევნო კვირები ვერ ითამაშებს - არნე სლოტი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილი მომდევნო კვირების განმავლობაში ვერ ითამაშებს„კრისტალ პალასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი არ დაკონკრეტებულა ზუსტად რამდენ ხანს იუქმებს ქართველი მეკარე, მაგრამ უახლოეს მომავალში რომ ვერ გავა მოედანზე, ეს დაადასტურა. გიორგი ხვალ ნამდვილად არ იქნება ხელმისაწვდომი და არც მომდევნო კვირების განმავლობაში. ალისონი კი მალე დაბრუნდება, ვნახოთ, ხვალ თამაშს შეძლებს თუ არა“, - აღნიშნა სლოტმა.შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული. „ლივერპული“ პრემიერლიგაში 33 ტურის შემდეგ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

  გიორგი მამარდაშვილი

სპორტი • 1776707071

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპული ევრტონს ესტუმრა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. მატჩის 58-ე წუთზე, ლივერპულის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც გაირკვა, გიორგის ფეხზე, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დღეს ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებს მიმართა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის.დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის.მალე დავბრუნდები.  დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა“,- წერია მამარდაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

მამარდაშვილი

სპორტი • 1776697610

„ანესთეზიით ღია ჭრილობა გაუკერეს“ - ცნობილია, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი მამარდაშვილი

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ  გიორგი მამარდაშვილი მოედანზე დაახლოებით სამ კვირაში დაბრუნდება.GEO TEAM-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილს გუშინ ღამით ანესთეზიით ღია ჭრილობა გაუკერეს, რომელიც მუხლს ქვემოთ ევერტონის შემტევთან შეჯახების შემდეგ გაეხსნა.ფეხბურთელის დაბრუნება ჭრილობის შეხორცებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს განაპირობებს მუხლის მოხრა-გაშლას, - წერს Geo Team.

✕