ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა • 1791727558

გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს - ნიკოლოზ მეტრეველი

გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას - ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს, რაც, ანალიტიკოსის თქმით, დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია."გიორგი გველესიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსება და პრინციპულობა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ ვლინდება. გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა. განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს.მის საუბარში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი გარემოება: გველესიანი არ ცდილობს პოპულარული ლოზუნგების გამეორებით ვინმეს გულის მოგებას. ის სვამს კითხვებს, მსჯელობს და მოითხოვს არგუმენტებს. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. სამწუხაროდ, ქართულ საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობებს, შინაარსიანი დისკუსია პიროვნული შეურაცხყოფით ჩანაცვლდეს. მარგინალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღიზიანებს ის, რომ სპორტსმენი შეიძლება იყოს განათლებული, მოაზროვნე, საკუთარი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობით მოსაუბრე მოქალაქე და არა მხოლოდ სხვისი პოლიტიკური ლოზუნგების გამხმოვანებელი. გიორგი გველესიანის მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ მას საკუთარი სათქმელი აქვს და ამ სათქმელის დასაცავად არც სხვისი ნებართვა სჭირდება და არც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოწონება. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას ახლა სწორედ მეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე, განათლებული და პრინციპული ადამიანი სჭირდება," - წერს ნიკოლოზ მეტრეველი. 

გიორგი გველესიანი

საზოგადოება • 1791663135

მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან - გიორგი გველესიანი

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზამიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.როგორც გველესიანმა აღნიშნა, უსამართლო ბრალდებებს და ცილისწამებას, რომელიც მის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა, პასუხს სცემს და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია ვინაიდან, ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო, იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.„იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქმია, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი? თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს, უბრალოდ, რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენ ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა საერთოდაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის "საქსტატის" მონაცემები, რომლებითაც ხელისუფლება თავის იწონებს. მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება. თქვენ რომ მართლა გყვარებოდათ თქვენი ქვეყანა და თქვენ რომ მართლა იბრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოცელდებოდით ამ პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ, სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევთ შეჯახება აი ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში," - აცხადებს გიორგი გველესიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1791261457

გიორგი გველესიანის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასამართლომ გიორგი ხუციშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ხუციშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს.ასევე, 1 500 ლარით დაჯარიმდა გიორგი ჯოჯიშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი მასხულიას მისამართით გამოიყენა. ანალოგიური ჯარიმის გადახდა მოუწევს გიორგი ჯიბლაძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა.შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე ქირიას განცხადებით, თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები."თბილისის საქალაქომ განიხილა რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი. თითოეულ შემთხვევაში ოქმი შედგენილი იყო 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ პიროვნებებს ვედავებოდით სოციალურ ქსელში წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას. სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში, რა თქმა უნდა, შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, თითოეულ შემთხვევაში ფასდება, იყო თუ არა ქმედება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში განსახილველი ქმედება", - განაცხადა სალომე ქირიამ.

ოპოზიცია

პოლიტიკა • 1790410652

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.ამჯერად, მორიგი თავდასხმა საქართველოს ნაკრების გუშინდელ თამაშს მოჰყვა, სადაც ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე, გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ნაკრების ფეხბურთელებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა.გთავაზობთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული აქტივისტების რამდენიმე განცხადებას:როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“.ლაშა ფარულავას თქმით, „როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა.“თენგო გოგოტიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ნუ ელოდებიან მეტს ნაკრებისგან, „რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“.„ასე იცის გაქოცებამ“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე და ნაკრების მწვრთნელს წასვლისკენ მოუწოდებს.ამასთან, მათი აქტივისტების მხრიდან ვრცელდებოდა სარკასტული კომენატრებიც, თითქოს, გიორგი გველესიანის ბულინგისთვის დასაჯა ალაჰმა. ზოგიერთი ქვეყანაში არსებულ უიმედობაზე აპელირებდა, რომ „რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იმ მდგომარეობაშია ნაკრებიც.“გულშემატკივრების შეფასებით, ეროვნული ნაკრების წევრებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება და პირველ რიგში, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789979202

პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ, მაშინ იყო წნეხი ყველაზე, სიმპატია გამოეხატათ იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ

გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი მაშინ ყველაზე, მათ შორის სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, სიმპატია გამოეხატათ იმ ძალების მიმართ, ვინც საქართველოს მტრობდა, – ამის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი გვესელიანის ინტერვიუზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. კერძოდ, გველესიანმა აღნიშნა – „2024 წელს საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის. ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გიორგი გველესიანის განცხადებებში სიახლე არაფერია და არსებობს შესაბამისი ფაქტებიც.„ამაში რამე სიახლე იყო? არ ვხედავდით მაშინ, რა შევარდნები იყო გვერდებზე, „ფეისბუქის“ თუ სოცმედიის სხვა გვერდებზე და იძულება, რომ აბა ეს თქვი, ის თქვი. ამ ადამიანმა ეს თქვა, რომ იყო წნეხი. ამის საპასუხოდ რა ვნახეთ, რითი უარყო შემდეგ გამოხმაურების დროს ამ ძალამ, რომელიც მაშინ წნეხს ახორციელებდა, რითი უარყვეს ეს ბრალდება, რომ იყო წნეხი – წნეხით. ანუ, ვნახეთ გაორმაგებული თავდასხმა გველესიანზე, ვნახეთ გინება, ყველანაირი შეურაცხყოფა, კამპანია, რომელშიც ისევ იგივე ხალხი ჩაერთო. „ნაცმოძრაობა“ და ის ჯგუფი, რომელიც ემოციურად დაზიანებული ხალხი არიან, ვხედავთ მათ ქცევას სოცმედიაში თუ რეალურ ცხოვრებაში. ასე რომ, თავადვე, საკუთარი გამოხმაურებით და იმის მცდელობით, რომ უარყოფა ყოფილიყო, რომ წნეხი არ იყო – უარყოფას შეეცადნენ ასევე წნეხით. ეს არის მთელი აბსურდი.კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი საზიზღარი ბუნება, რომ შეუძლიათ, ადამიანს თავს დაესხან იმის გამო, რომ ადამიანს რაღაც სხვა მოსაზრება აქვს მათი მოსაზრებისგან განსხვავებული. თავისიანებსაც ასე ექცევიან ხოლმე, როდესაც ერთი ნაბიჯით გვერდზე გავლენ. ამას თავისი ახსნა აქვს. ბაბლს რომ უწოდებენ საკუთარ თავს ხანდახან, სინამდვილეში ეს ბაბლი, ეს ტერმინი შემოტანილია იმისთვის, რომ შეალამაზონ არსი ამ ერთობისა, რომ სინამდვილეში ეს არის ფსევდორელიგიური სექტა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი რიტუალები აქვთ და ამას ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე.„ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ხალხის ქცევას, ეს არის ერთი ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველდღე ვხედავთ, რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალები ჩაატარონ. ჰყავთ თავისი ქურუმი, ამასაც ვხედავთ, რომელიც მათ შორის თავისი ტელევიზიიდან ქადაგებს. აქვთ თავიანთი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები, ევროკავშირის დროშის სახით, რომელზეც ისინი ლოცულობენ და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ყველაფრით არის ფსევდორელიგიური სექტა და ამას სჭირდება კიდევ უფრო დეტალური ანალიზი. როგორც ფსევდორელგიური ფუნდამენტალისტური სექტა, ზუსტად ისე იქცევიან. როგორც კი ვინმე მათ სექტას განუდგება, ხრისტებივით ჩაქოლავენ და როგორც კი ვინმე მათი სექტის დოგმებს უარყოფს, იმ მომენტშივე ქვას ესვრიან და ქოლავენ. ეს არის ფსევდორელიგიური ფუნდამენტალური სექტა, რომლითაც დღეს ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ერთობა, რომელსაც შემოაქვს მუდმივად დაპირისპირება, შუღლი, ბოღმა, ღვარძლი, ყველაფერი, რაც კი ფუნდამენტალისტურ სექტებს ახასიათებს ხოლმე. ამიტომ არის კიდევ ერთი ნიშან-თვისება, ამიტომაც არის, რომ გაურბიან დეტალებს, საუბარს. გახსოვთ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ვთავაზობდით დისკუსიას, არავინ შეხვიდეთ დებატებში, არავინ არ შეხვიდეთ დისკუსიაში. რატომ, იმიტომ რომ, არიან ფუნდამენტალისტები, აქვთ დოგმები და როგორც კი ხედავენ, რომ არგუმენტით შეიძლება, ვინმემ მათი დოგმა დაანგრიოს, უკრძალავენ საკუთარი სექტის წევრებს, რომ წავიდნენ დებატში სასაუბროდ, რადგან ხვდებიან, რომ ხუხულასავით ჩამოექცევათ ფსევდორელიგიური დოგმატიკა, რომელიც ჩამოყალიბებული აქვთ ამ ფსევდორეგლიურ სექტაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა • 1789901244

გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. როგორც კი საჯარო სივრცეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდება და საკუთარ სათქმელს თავისუფლად გამოხატავს, მაშინვე იწყება შეურაცხყოფის, დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია - ნიკოლოზ მეტრეველი

გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის,  ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.როგორც მეტრეველი აღნიშნავს, გიორგი გველესიანს  უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.მისივე თქმით, ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა ვერცერთ საქართველოს მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა.„ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. როგორც კი საჯარო სივრცეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდება და საკუთარ სათქმელს თავისუფლად გამოხატავს, მაშინვე იწყება შეურაცხყოფის, დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია.გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის,  ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი.ფაქტია, გიორგი გველესიანს  უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც. ქართულ საზოგადოებას სჭირდება წესიერი ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს სხვისი რეაქციის შიშით არ მალავენ.და ბოლოს: ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა ვერცერთ საქართველოს მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა.“ - წერს მეტრეველი.

რეზო ბლიაძე

პოლიტიკა • 1789900352

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს“ იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! -  ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის განცხადება სწორია, ვინაიდან, ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს წნეხს, თან კანონები გააპროტესტეს და ამ ფონზე, მილიონებიც აიღეს.,,მარტო ფეხბურთელები? აკა არ წნეხეს?მუსიკოსები არ წნეხეს? თორე ტრაკები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს?ზოგმა: ბავშვს ქონდა ტელეფონი და იმან დაწერა ,,ალა ლუსულ კანონსო”ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა…ასე იყო კი. ზუსტად ასე!ზუსტად ასე მირეკავდა ,,მთავარის” ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი ,,არა რუსულ კანონსო” ბავშვები ქუჩაში დგანან, ოლე ოლას მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო?ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს….საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი რა ვირისშვილებიც ხართ ალბათ ახლაც არაფერს ვიტყოდი… მაგრამ დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ!  თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს.ა, ესაა სიმართლე,'' - წერს რეზო ბლიაძე  Facebook-ზე.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1789900194

თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდეს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.როგორც მეგრელიშვილი წერს, გველესიანმა „Geo Team“-თან ინტერვიუში ფეხბურთელებზე არსებული შესაძლო ზეწოლისა და ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.მისი თქმით, გველესიანის მიერ დასმული კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს რომელიმე გაერთიანებაში შესვლა ქვეყნისთვის „პანაცეა“, ევროპული კურსის უარყოფას არ ნიშნავს. „Geo Team“-თან ინტერვიუში გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე სხვადასხვა ძალის მხრიდან იყო წნეხი, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები („ჩვენი გზა ევროპაშია“) დაეწერათ. მან აღნიშნა, რომ პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა ეს სიტყვები, თუმცა როგორც ის თვლის მან დასვა უმტკინვეულო კითხვა-  თუ  რას მოუტანს ეს ქვეყნის ეკონომიკას და რატომ არის ეს პანაცეა, რადგან მას მიაჩნია რომ არცერთ კავშირში გაწევრიანება თავისთავად ეკონომიკის აღმავლობას არ ნიშნავს. მისი მხრიდან დასმულ კითხვას საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.ინტერვიუში გველესიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არ არის ევროპული კურსის წინააღმდეგი, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლის საკითხს საზოგადოება ბრმად, კრიტიკული ანალიზისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე არ უნდა უყურებდეს.ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და არ მოექცეს ზოგადი წნეხის ქვეშ.საკუთარი აზრის ქონა, კითხვების დასმა და განსხვავებული ხედვის სხვათა შეურაცხყოფის გარეშე დაფიქსირება დანაშაული არ არის!გიორგი გველესიანის კითხვას – „რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?“ – ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანთა დიდი ნაწილი ლოგიკურად მიიღებს, რადგან არცერთი გაერთიანება თუ პოლიტიკური ნაბიჯი არ არის ავტომატური პანაცეა, რომელიც ყველა პრობლემას თავისით გადაჭრის, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რა გავლენა ექნება მას ჩვენს ეკონომიკასა და სუვერენიტეტზე.მეტიც, ამ კითხვის არსებობა ევროკავშირის კრიტიკას ან მასზე უარს არ გულისხმობს, არამედ პროცესისადმი სერიოზულ მიდგომას ნიშნავს.ბრმა რწმენა და კრიტიკული აზრის ჩახშობა საბჭოთა/ავტორიტარული აზროვნებაა, ხოლო კრიტიკული ანალიზი – დასავლური.თუ გააზრებულად გვსურს ის, რაც გვსურს, სწორედ დასავლური, პრაგმატული, კრიტიკული აზროვნებით უნდა ვიმოქმედოთ და არა ბრმა ფანატიზმით.ევროკავშირი არის უზარმაზარი შესაძლებლობა, კარგი პლატფორმა და პარტნიორი, მაგრამ ის მხოლოდ ინსტრუმენტია და მას სწორად გამოყენება სჭირდება.ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები და დროშების ფრიალი. ეს არის ქვეყნის შიგნით – მრავალი მიმართულებით მზაობა.მთავარია არა მხოლოდ ის, სად მივდივართ, არამედ ისიც, თუ რამდენად მზად ვხვდებით იქ გაერთიანებას.ამ საკითხზე მსჯელობისას შეცდომაა ემოციები – ემოციების ადგილი არ არის, ან ყველაზე  ნაკლებად არის პოლიტიკაში.გველესიანის მიერ დასმული კითხვა – არ არის ევროპული კურსის უარყოფა არამედ  პრაგმატული მიდგომის ჩევენებაა რაც ამ საკითხის მიმართ გონივრული დამოკიდებულების ნაწილია.ევროკავშირი არის კონკურენტული, მკაცრად რეგულირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცე. მასში შესვლა ავტომატურად არ ნიშნავს კეთილდღეობას. ევროპული სიკეთეების რეალურად გამოსაყენებლად, პირველ რიგში, თავად ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური მზაობაა საჭირო და ის ამისთვის საქმიან ნაბიჯებს დგამს რათა, ქართული სახელმწიფოსათვის ევროინტეგრაცია ნიშნავდეს თანასწორთა კლუბში შესვლას და არა ვასალობას.“ - წერს მეგრელიშვილი.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა • 1789898676

გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ.„ გიორგი გველესიანმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა და პირველი სრული ინტერვიუ მისცა, სადაც გამოხატა საკუთარი აზრი საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ, რითაც მან სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა. ვინც ნახა თუ ვინ დაესხა მას თავს არც გაკვირვებია, იგივე უსამშობლო ადამიანთა კასტა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ  სამშობლოს უანგარო სიყვარული, ხან დეპუტატობა უნდა იძახეს, ხან წყალობას ელოდება და ა.შ.ამ თავდასხმებით არა თუ გიორგი გველესიანს, არამედ ვერავის მიაყენებენ ზიანს, ვისაც ქვეყანა უყვარს და სწორ მხარეს დგას.“ - წერს ფოჩხუა.

ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1789896698

როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გიორგი გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა - დავით ჩიხელიძე

გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ  ბულინგს.ექსპერტის თქმით, პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.„სრული ჭეშმარიტება არის: სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო.პუნქტობრივად რომ გავყვეთ, გველესიანის ინტერვიუში ფაქტობრივ ცდომილებას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ, ვნახავთ რაციონალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და რაც მთავარია, დიდი დოზით პატრიოტიზმს.სწორედ პატრიოტიზმი და აზროვნების სიღრმეა ის, რაც აკაცუკს არ აქვს და რაც მას აღიზიანებს. სწორედ ამიტომ გახდა გველესიანი სამიზნე, რომ მან რომელიმე მხარის პოზიცია კი არ დააფიქსირა, არამედ ეროვნული პოზიციის პრიზმიდან საუბრობდა...როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა.“ - წერს ჩიხელიძე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა • 1789895999

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო - გია აბაშიძე

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.მისივე შეფასებით, გველესიანს შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს.„საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო.ჰოდა, მანქურთების ვერსიაც მზად არის — „დეპუტატობა უნდა“, „ხელისუფლებას დასაქმებას ეხვეწება“, „სკამს უმიზნებს“...სინამდვილეში კი გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.მას შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს. და სწორედ აქ იშლება ნაცსექტის ლოგიკა: მათთვის წარმოუდგენელია, რომ პატრიოტიზმი შეიძლება თანამდებობის გარეშე არსებობდეს, პრინციპულობა — პირადი სარგებლის გარეშე, ხოლო მოაზროვნე კაცი უბრალოდ იმიტომ საუბრობდეს, რომ ქვეყნის მომავალი აინტერესებს.ნაცგოიმებისგან შექება, ცხადია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკვალიფიკაციის ცალკე, საკმაოდ სპეციფიკური ფორმაა. მაგრამ მათი ეს ყმუილი უკვე ცალკე სანახაობაა — რაც უფრო გაცოფებით ცდილობენ გიორგი გველესიანის დაკნინებას, მით უფრო ტრაგიკომიკურად ამხელენ საკუთარ სიბრიყვეს.როცა პატრიოტიზმში „ვიგოდას“, მოქალაქეობრივ პოზიციაში კარიერულ გათვლას და თავისუფალ აზრში თანამდებობის სურვილს ხედავ, ამით სხვის მოტივებს კი არა, საკუთარ სულიერ და პოლიტიკურ სიღარიბეს ააშკარავებ.“ - წერს აბაშიძე.

სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1789895620

ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას. რაც მისასალმებელია

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით, რაც შეეხება გველესიანს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია აჩვენებს, რომ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას.მისივე შეფასებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს.„აზრის გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ხედვა არ არის დანაშაული!ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია! როდესაც სპორტსმენი სვამს კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პოლიტიკური ან ეკონომიკური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ეს ჯანსაღი, მოქალაქეობრივი აზროვნების გამოვლინებაა და არა კრიტიკის მიზეზი. მე დარწმუნებული ვარ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ამ საკითხზე. - მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას. რაც მისასალმებელია! განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელზეც ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და თავისუფლად გამოხატონ იგი!- სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგის და მადლობა იმ თავგანწირული თამაშისთვის რაც მან ანახა ეროვნული ნაკრების მაისურით !“ - წერს სადღობელაშვილი.

✕