პროკურატურა

სამართალი 1713601242

პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოს პროკურატურის პროკურორები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა), ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ.„ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ტრენინგის ფარგლებში, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 15 პროკურორი გადამზადდა.სასწავლო კურსის მიზანს ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა. ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგი პროკურორი კაროლინ პარიზელი გაუძღვა.„3-დღიანმა სპეციალიზებულმა კურსმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ ნაწილები გააერთიანა. ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

სამართალი 1711625842

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის 1 გამომძიებელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა.6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

რესან კონცელიძე

სამართალი 1710400260

მზად ვიყავი, ჩვენება მიმეცა სასამართლოსთვისაც, თუმცა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა თავად თქვეს უარი – მასთან კითხვები არ გვაქვსო - რესან კონცელიძე როინ შავაძის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი რესან კონცელიძე სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. რუსთავი2-თან კონცელიძე საუბრობს მის შემხებლობაზე სისხლის სამართლის საქმესთან. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში (2008 წელს) კონცელიძე აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. რუსთავი2-თან კონცელიძე იხსენებს: “2008 წლის 16 აგვისტოს, საღამოს პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება სოფელ ქაქუთში  შავაძის მკვლელობის შესახებ. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, ვინ იყო მოკლული(სტატუსი), ვის მიერ და რა ვითარებაში. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიწყო გამოძიება და შემთხვევის ადგილზე გავიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც პროკურორის თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დააფიქსირეს ის ვითარება, რომელიც ადგილზე დახვდათ, რადგან სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ. მიცვალებულს ჩაუტარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა, კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მეორე დღეს,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მას შემდეგ აღნიშნულ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა თუ არ ჩავთვლით, ბრალდებულების დაკავების შემდეგ, პროკურატურიდან შეტყობინებას, რომ სურვილის შემთხვევაში, გამოვიკითხებოდი საქმეზე მოწმედ, (რადგან გამოძიებაში გამოკითხვა ნებაყოფილობითია) რაზეც  დავთანხმდი და მივეცი დეტალური ჩვენება. ისევე როგორც ყველა მძიმე დანაშაულზე, ამ შემთხვევაზეც გავიდა პოლიციის ყველა ხელმძღვანელი, მათ შორის, გავედი მეც. ბათუმიდან სანამ ჩავედი გურიის საზღვართან, გავიდა გარკვეული დრო, ქაქუთში ჩემი ჩასვლის მომენტისთვის გამომძიებელი და პროკურორი ათვალიერებდნენ შემთხვევის ადგილს. გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილი იყო, თუ ვინ მოახდინა გასროლები, ამიტომ არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საჭიროება და საქმის დეტალები უნდა დადგენილიყო ექსპერტიზებითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით. ასევე რადგან საქმე არ იყო პოლიციის ქვემდებარე, და ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრება, მალევე დავბრუნდი ბათუმში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიციის ხელმძღვანელი არ იყო პროცესუალური ფიგურა, შესაბამისად, არ მქონდა უფლება, ჩავრეულიყავი გამოძიებაში, დავსწრებოდი საგამოძიებო მოქმედებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, დაკითხვებსა და სხვა, ან გამომძიებლისთვის, მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, მიმეცა დავალება, მითითება, ან განმარტება. არც ჩავრეულვარ, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ჩვენებებით, სხვა საგამოძიებო და სასამართლო მასალებით. საპროცესო კანონმდებლობით, გამოძიების სტადიაზე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომძიებელი ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ან არჩატარების, დაკითხვების შესახებ იღებს დამოუკიდებლად, რასაც ათანხმებს პროკურორთან ან იღებს მისგან მითითებებს. ასევე საქმის გამოძიების ქვემდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ზემოთ აღნიშნულის შესახებ უფრო ვრცლად და კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებზე მითითებით მე მივეცი ჩვენება გამოძიებას. მზად ვიყავი, იგივე ჩვენება მიმეცა სასამართლოსთვისაც, რისთვისაც გამოვცხადდი სასამართლოს დარბაზში, დავჯექი დარბაზში მოწმის სკამზე, მაგრამ ბრალდებულების ადვოკატებმა, თვითონ ბრალდებულებმა, პროკურორმა, პროცესის ყველა მონაწილეებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ არ მომხდარიყო ჩემი დაკითხვა, რაც დაასაბუთეს იმით, რომ საქმე რამოდენიმე საათი იყო პოლიციაში, მოწმე არ არის საქმესთან  შემხებლობაში და მასთან არანაირი კითხვები არ გვაქვსო, რომ ჩემი დაკითხვა იქნებოდა დროის უქმად გაყვანა. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რის გამოც არ მოხდა ჩემი დაკითხვა. ეს ყველაფერი არის გადამოწმებადი და ასახულია სასამართლო სხდომის ოქმში, რაც, ალბათ, ჩაიწერება განაჩენშიც. აღნიშნული მიდგომითა და ლოგიკით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ყველა ხელმძღვანელი, (იერარქიით ყველა ზემდგომი, ითვლება, რომ მისი ხელმძღვანელობაა) ვინც არ არის პროცესუალური პირი, მაგრამ ევალება გამომძიებლების მატერიალურ- ტექნიკური, საკადრო თუ სხვა, მათი გამართული მუშაობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა, ყველა საქმეზე, ბრალდებულის ან ბრალდების მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება დაბარებულ იყოს სასამართლოში მოწმედ. განაჩენის დადგომამდე მე არ გამიცია პასუხი ოპოზიციური ტელევიზიების ცილისწამებისა და ჩემი რეპუტაციის შეგნებულად დამაზიანებელი (შემლახველი) პირებისათვის, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია ჩემი სახელი.  არ გამიცია პასუხი ბრალდებებისათვის, თითქოს მე ვაწარმოებდი გამოძიებას და ვიყავი საქმის გამომძიებელი. თითქოს მოვახდინე შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება და 15 წლის განმავლობაში ვმფარველობდი დამნაშავეებს. თითქოს არ ვაძლევდი გამოძიებას ჩვენებას და არ ვისურვე სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. ამ და სხვა მრავალი სიცრუისათვის პასუხი არ გამიცია, რათა არ მომხდარიყო გამოძიების ინტერესების დაზიანება (თუ არ ჩავთვლით, 2020 წელს არჩევნების წინ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ მოკლე ინფორმაციას, სადაც, ზოგადად, ავხსენი ამ საქმეში ჩემი როლი).

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1710148612

რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა, როგორც ადამიანის, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში - პაპუაშვილი

"ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტების შეფასებისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ელოდება, რომ ევროპის ყველა დედაქალაქში გაზიარებული იქნება ის ღირებულებები, რომლის გამოც ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ ისწრაფვის."მთავრობის ორ განცხადებას რაც შეეხება, მათ შორის ევროკავშირის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებთან საუბარს, მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს პოზიცია, რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში.საზოგადოებას შევახსენებთ, ეს არ იყო მხოლოდ მისი ყოფნა ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში, ეს იყო შეხვედრების მთელი სერია, მათ შორის, გერმანიაში. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხებში კომისართან შეხვედრაში, ხაზს ვუსვამ, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისართან და სხვადასხვა დირექტორატის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ. ეს ეწინააღმდეგება იმ ცხრა პრიორიტეტს, რომელზეც საუბარი გვაქვს. ეწინააღმდეგება პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ისე, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალდიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში.გარდა ამ შეხვედრებისა, კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა, მოგვესმინა განმარტებები, ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ იყო მცდელობა, ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან ამ დონის შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვწუხვარ, რომ საელჩოებს ასეთი რეაქცია ჰქონდათ იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც საზოგადოებაში იყო", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

evrokavshiri saqartvelo

პოლიტიკა 1709881972

ბრიუსელში, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთავარი გზავნილია იმ განცხადებიდან, რომელსაც ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ადეიშვილის მონაწილეობით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში გაიმართა.საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ადასტურებს, რომ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის დელეგაციიდან კიდევ რამდენიმე წევრი დაესწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენაა დეზინფორმაცია.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1709729507

კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად - ვოლსკი

საქმე როცა ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.„უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი და ყველამ ყველაფერი იცის. აქ არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც ბუნდესტაგი ვერცერთი განზომილებით ვერ დაუპირისპირდება და ალბათ ამ შემთხვევაში, ამ საკითხებთან მიმართებით მსჯელობა კიდეც ჰქონდათ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.

არჩილ თალაკვაძე:

პოლიტიკა 1709722349

ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა მსჯავრდებული ადეიშვილი ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია - თალაკვაძე

ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.არჩილ თალაკვაძის თქმით, დადგება დრო, როცა ადეიშვილი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.„როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გული მწყდება, რომ უკრაინას ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანი წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული და რამდენიმე საქმეზე დამატებით ბრალდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, როგორშიც ჩვენ ვიხილეთ. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი, მსჯავრდებული.

საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილი ბუნდესტაგის ლოჟაში - უმრავლესობაში ფაქტს ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობას უწოდებენ

საზოგადოება 1709715472

საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილი ბუნდესტაგის ლოჟაში - უმრავლესობაში ფაქტს ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობას უწოდებენ

უმრავლესობა ზურაბ ადეიშვილის იმ ფოტოებზე საუბრობს, რომელიც ბუნდესტაგშია გადაღებული და სადაც ის ლოჟაში იმყოფება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც კრიმინალური რეჟიმის არქიტექტორი იყო, გერმანიის პარლამენტში მიიწვიეს.უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობა და ფაქტი იმსახურებს განმარტებას გერმანიის საელჩოს მხრიდან.მომხდარი მედიასთან შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ."როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდადებულია რამდენიმე დანაშაულში, 4 საქმეზე არის მსჯავრდადებული, 3 საქმეზე მიდის პროცესი მის წინააღმდეგ, მათ შორის ადამიანი მსჯავრდადებულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა და სიკვდილამდე მიიყვანა. სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა შემდეგ ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ ამან შემდეგ გართულებები გამოიწვია. როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში არის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, ერთი მხრივ, და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1708696641

„ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას - მეგრელიშვილი

„ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ, მაგრამ ეს განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ქართული რეალობა არ საჭიროებს ამგვარ გამოცდილებას. უფრო მეტიც, „ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თავად „ვეტინგის“ იდეას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.მეგრელიშვილის თქმით, ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი „ვეტინგის“ განხორციელებამდე საჭიროა არსებული მექანიზმების გაძლიერება, შესაბამისად, ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანას პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოს არ აქვს.„ვეტინგის“ გზით მოსამართლეთა/პროკურორთა შემადგენლობის განახლებას, ძირითადად, ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ.„ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ, მაგრამ ეს განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ქართული რეალობა არ საჭიროებს ამგვარ გამოცდილებას.უფრო მეტიც, „ვეტინგის“იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თავად „ვეტინგის“ იდეას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას.ამასთან სხვა ქვეყნებში უკვე ნაცადი „ვეტინგის“ გამოცდილება მოწმობს, რომ მხოლოდ ეს პროცესი მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის.მაგალითად ვენეციის კომისიას სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ამ პროცესის მიმართ მაინც ერთიანი მიდგომა აქვს, ვენეციის კომისია მართლმსაჯულების გამოწვევებზე საპასუხოდ, უმჯობესად საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას მიიჩნევს და კრიტიკულად აფასებს ყველა მოსამართლის/პროკურორის „ვეტინგის“ იდეას. ევროკავშირმაც სხვადასხვა ქვეყნის ამგვარი გამოცდილების შეფასებით, გააკრიტიკა ინიციატივა ყველა მოსამართლის/პროკურორის „ვეტინგის“ შესახებ. მან თქვა, რომ მაგალითად ალბანეთის გამოცდილების მსგავსად, ეს გამოიწვევს მოსამართლეთა/პროკურორთა დიდი ნაწილის გათავისუფლებას და, შესაბამისად, ამ ორგანოების დისფუნქციას.ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი „ვეტინგის“ განხორციელებამდე საჭიროა არსებული მექანიზმების გაძლიერება. ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანას პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოში უბრალოდ არ გვაქვს.ამიტომ, ძალიან „გონიერ“ გუნდთა მიმართ მაქვს თხოვნა - სხვა ქვეყნებთან მიმბაძველობით, საკითხის შემოგდებისაგან თავი შეიკავეთ, კარგად გაეცანით „ვეტინგის“ იდეას და ფუნქციურ დანიშნულებას, ასე თავს ნაკლებად შეირცხვენთ თქვენივე ამომრჩეველთან და ხალხთან“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საზოგადოება 1708344069

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე,  ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ასევე  პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა უზენაეს სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს, პროექტში ჩართულ პირებს, სტუდენტებს და აშშ-ის საელჩოს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის.„ღონისძიება მართლაც წარმატებული გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე - ბრალდების და დაცვის მხარემ ძალიან  მაღალ დონეზე წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები და პოზიციები. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდა იურისტების და სტუდენტების სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარებას და ჩვენთვის ეს მართლაც ღირებულია“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.გენერალურმა პროკურორმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში აშშ-ის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა არის ტრადიციული და მყარი, ვინაიდან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც განუხრელად  უჭერს მხარს საქართველოში მართლმსაჯულების განვითარებას და განსაკუთრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.როგორც ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარესთან, გენერალურ პროკურორთან და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ზეიმობს სტუდენტების იმ დიდ შრომას, რომელიც მათ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობისას გაწიეს.ღონისძიებაზე ტრენინგის ორგანიზატორებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე სტუდენტთაგან გამარჯვებულები გამოავლინეს,  მათ შორის - საუკეთესო გუნდი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო შესავალი და დასკვნითი სიტყვების და პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ავტორები. გამარჯვებულ სტუდენტებს  სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდა საუნივერსიტეტო ტრენინგებს და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავდა.პროექტის დასკვნით ეტაპზე გუნდებს მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის მონაწილეები საქართველოს პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის  ტრენერებმა მოამზადეს.ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.პროექტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით,  განხორციელდა.ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში გაიმართა, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.

ბაკურ აბულაძე

საზოგადოება 1703678102

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - ბაკურ აბულაძე

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც საქართველოს პროკურატურის, ასევე ყველა სხვა სამართალდამცავი უწყებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა.მისივე თქმით, 2022 წლის ივნისში, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სპეციალიზირებული დანაყოფი - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითადი მიზანია გამოავლინოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების ფაქტები, უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.ბაკურ აბულაძემ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და დაკავშირებული საჭირო ტექნიკით აღჭურვილ ციფრული ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრული ლაბორატორიის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ახალი მიდგომის დანერგვა დაიწყო.გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას კიბერდანაშაულის მიმართულებით პროფესიონალთა კვალიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროკურატურა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომლების ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა  ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგში, კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაში.მისივე თქმით, სასწავლო ღონისძიებების განხორციელებისას განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტის გაძლიერება. ამ მიზნით 2023 წელს განხორციელდა ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფართომასშტაბიან კონფერენციებს დასწრებოდნენ და გაეზიარებინათ  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიგნებები და გამოცდილება.როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, კიბერდანაშაულის მიმართულებით პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში აღსანიშნავია აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარე ერთწლიანი სალექციო და პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში  დასრულდა. სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული მტკიცებულებების გამოვლენის, შენახვისა და გაანალიზების მიმართულებით.საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის  9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

 საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა გახსნა

საზოგადოება 1703671942

საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა გახსნა

საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.შოთა ტყეშელაშვილმა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა, რომლებიც ოქტომბერში, პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა არჩევნების გზით აირჩიეს.საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში  ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში საქართველოს პროკურატურის როლს და უწყების წარმომადგენლებს ქვეყნის ისტორიული წარმატება მიულოცა.შოთა ტყეშელაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობით, პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებების პარაფირება განხორციელდა.საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.